ჩემი სადამრიგებლო პროგრამა

                     

ჩემი კლასი

                  მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კლასის ხელმძღვანელის სადამრიგებლო პროგრამა.

                         კლასის ზოგადი დახასიათება

       ვარ V კლასის ხელმძღვანელი.კლასში ირიცხება 8 მოსწავლე.მათ შორის 4 გოგონა და 4 ვაჟია.აღნიშნულ კლასთან წინა წლებში შეხება არ მქონია,ვინაიდან I-IV კლასებში მათ დაწყებითი კლასების მასწავლებელი უწევდა ხელმძღვანელობას.თუმცა გარკვეულწილად წარმოდგენა მქონდა მათზე.გასულ სასწავლო წელს ვიყავი მეთორმეტე კლასის ხელმძღვანელი.ამ პატარებს ვთხოვე ჩართულიყვნენ ე.წ. "ბოლო ზარის"საზეიმო ღონისძიებაში,მაგრამ სრული ინერტულობა გამოიჩინეს,რაც,მინდა გულწრფელად ვაღიარო,ძალიან გამიკვირდა.როდესაც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში წილად მხვდა ვყოფილიყავი ამ კლასის დამრიგებელი,გავითავისე,რომ ამ კლასთან ორმაგად საპასუხისმგებლო საქმიანობა დამეკისრა.დაწყებითი კლასის მასწავლებლისგან საკმაოდ პოზიტიური დახასიათებით მოვიდნენ როგორც აკადემიური მოსწრების,ისე დისციპლინის თვალსაზრისით,რაც ერთგვარად სტიმულისმომცემი გახდა ჩემთვის.ოთხი მოსწავლე სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისა და მაღალი აკადემიური მაჩვენებლების გამო ქების სიგელებითა და დიპლომებით გადადიოდა კლასიდან კლასში.
       როდესაც სასწავლო წლის პირველ დღეს შევედი კლასში და გავეცანი მათ,იმდენადსაყვარლები და მიმნდობნი ჩანდნენ,რომ პირველივე წუთებიდან შევიყვარე ისინი.მივიღე გადაწყვეტილება,რომ თავიდანვე ჩამომეყალიბებინა ურთიერთნდობითა და ურთიერტპატივისცემით გამსჭვალული ატმოსფერო.პირველი,რასაც გავაკეთებდი,მათი თვითშემოქმედებითობისა და ჩართულობის კოეფიციენტის ამაღლება იყო,რაც ასევე დადებით გავლენას იქონიებდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც.ასევე პირველივე დღეებიდან შევიმუშავე კლასთან სამუშაო გეგმა და დავსახე მიზნის მისაღწევი ღონისძიებები.თავს მოვალედ ვთვლი აქტიური მონაწილეობა მივიღო მათი ფასეული პიროვნული თვისებების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობლებთან აქტიური თანამშრომლობის გზით.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვგეგმავ ჩავატარო კლასის საათები მოსწავლეთა ინტერესებიდან და ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.
       პირადად მე პატივს ვცემ ისეთ პრინციპებს,როგორიცაა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.თავშეკავებულობა და თავმოყვარეობა,სწორი მოქალაქეობრივი მრწამსი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ვაფასებ სამართლიანობას.

 

 სადამრიგებლო  პროგრამა  


NN
შესასრულებელი ღონისძიებები
მიზანი
აქტივობა
შესრულების დრო
შენიშვნა
1.
კლასის კონტიგენტის დაზუსტება და სათანადო სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება.
სასწავლო პროცესისთვის მომზადება.
დავადგენ კლასში მოსწავლეთა რაოდენობას,წესრიგში მოვიყვან პირად საქმეებს.

სექტემბრის დასაწყისი

2.
სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება;ქცევის კოდექსის გაცნობა;საორგანიზაციო კუთხის(გაკვეთილების ცხრილი,მორიგეობის სია)მოწყობა.
მზადყოფნა სწავლის დასაწყებად.
მოსწავლეებს დავურიგებ სახელმძღვანელოებს,გავაფორმებ  ხელშეკრულებებს მშობლებთან;გავაცნობ ქცევის კოდექსსა და შინაგანაწესს;  კლასთან ერთად შევქმნი მორიგეობის განრიგს და მოვაწესრიგებ საორგანიზაციო კუთხეს.



სასწავლო წლის დასაწყისი

3.
სასკოლო ჟურნალის წარმოება და მასზე კონტროლი.აკადემიური მოსწრებისა და ქცევის მონიტორინგი.
უმიზეზო გაცდენა-დაგვიანების თავიდან აცილება;არასას-ურველი ქცევის აღმოფხვრა და აკადემიური მოსწრების კონტროლი.
ვარკვევ მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანების მიზეზებს და სისტემატურ კონტროლს ვუწევ მათ აკადემიურ მოსწრებასა და ქცევას;ვაგროვებ ინფორმაციას საგნის მასწავლებლებისგან და ვატყობინებ მშობლებს.



ს ი ს ტ ე მ ა ტ უ რ ა დ

4.
მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და მათი ინფორმირება.
 სწავლა-სწავლების პროცესში მშობელთა ჩართულობის კოეფიციენტის გაზრდა.
მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას,“კლასის საათის“ თემატიკას,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებს,ღონისძიებების ნუსხას და ვრთავ მათ მოწყობა-ორგანიზებაში. სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს ვაცნობ მოსწავლეთა შეფასებასა და მიღწეულ შედეგებს.
სასწავლო წლის დასაწყისში;


ყოველი თვის ბოლო პარასკევს;


სემესტრისა და სასწავლო წლის დასასრულს.

5.
„კლასის საათების“ რეგულარულად ჩატარება.
მოსწავლეთა პიროვნული და მორალური განვითარების ხელშეწყობა;შემეცნებითი და კულტურული უნარების განვითარება  და თვალსაწიერის გაფართოება.
 ვარჩევ სხვადასხვა მიმართულებით(პიროვნული,მორალური,სოციალური,კულტურული,შემეცნებითი)„კლასის საათების“ თემატიკას მოსწავლეთა იტერესების გათვალისწინებითა და მათთან თანამშრომლობით .



კვირაში ერთხელ.

6.
სასკოლო ღონისძიებებში ჩართვა.
მოსწავლეთა შემოქმედებითი და კულტურული უნარების განვითარება.ღონისძიებებში ჩართულობის გაზრდა.
ვარჩევ მოსწავლეებთან ერთად ღონისძიების თემატიკის შესაბამის მასალას,ვანაწილებ როლებს მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
საახალწლო ღონისძიება-დეკემბრის დასასრულს;
მარტის დღესასწაულებისადმი (დედის დღე,ქალთა დღე) მიძღვნილი ღონისძიება-მარტი;
„ბოლო ზარის“ ზეიმი-მაისი.


7.
გაცნობითი და სასწავლო ხასიათის ექსკურსიების მოწყობა.
მოსწავლეებთან დაახლოება;მათი ინტერესების გამოვლენა;შემეცნებითი უნარების განვითარება.
მოსწავლეებთან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის მიზნით ,აგრეთვე დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის მიზნით მოვაწყობ ექსკურსიას .

სასწავლო წლის დასაწყისში;


სასწავლო წლის ბოლოს.

 

 კლასის მოსწავლეთა სახელობითი სია:

  • გაგუა   ანი
  • გაგუა   ნინი
  • გოგია   დავით
  • თოდუა   ელენე
  • თოდუა   ლადო 
  • თოდუა   ლუკა
  • ხუსკივაძე   ანასტასია
  • ხუსკივაძე უტა
 


  28 წლის პედაგოგიური მუშაობის სტაჟი გამაჩნია და არასოდეს მინანია,რომ ეს პროფესია ავირჩიე,ვინაიდან ძალიან მიყვარს როგორც ჩემი პროფესია,ისე ბავშვები.ვკითხულობ ძალიან ბევრს და ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებელთა მიღწევებსა და გამოცდილებას.სრულიად  შემთხვევით,ინტერნეტ სივრცეში წავაწყდი გაბრიელა მისტრალის "მასწავლებლის 10 მცნება"-ს და ბევრი რამ საერთო აღმოვაჩინე ჩემსა და მასში.    


            მასწავლებლის 10 მცნება

1.შეიყვარე,თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია,ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. გაამარტივე. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. შეუპოვარი იყავი. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ასწავლე. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. იყავი გულანთებული. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. გააცოცხლე გაკვეთილი. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე. რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე  და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.



სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:



აღზრდის მთლიანობა პიროვნების განვითარება ფიზიკურიფსიქიკურისოციალური და სულიერი კუთხით არისაუცილებელისააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;



შემოქმედიაქტიური პიროვნების აღზრდა ყველა ბავშვი უნიკალურიამოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიანამდენადდამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა,მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაციანიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;



მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელიასაკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმებილაშქრობებიექსკურსიები)დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოსმაქსიმალურად უნდა მოხდეს მათინტერესების გათვალისწინებაამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;


თანამშრომლობის პრინციპი დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობასდამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლოცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპ დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოსსაკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება მე - პიროვნებასოციუმი ჩემს გარშემოურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთანტოლერანტობაადამიანთა უფლებებიზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირადი ჰიგიენაავადმყოფობის გავრცელების წყაროები,სასარგებლო საკვებიდროის ორგანიზებადღის რეჟიმისპორტის მნიშვნელობამავნე ჩვევების საფრთხეგარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზოჩემი სკოლაჩემი ქალაქი/სოფელი,სამშობლოისტორიაგამოჩენილი პიროვნებებიმნიშვნელოვანი მოვლენებიტრადიციებიწესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება ხელოვნებისტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------


დამრიგებლის საქმიანობა უამრავ კომპონენტს მოიცავს და იგი განისაზღვრება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საგნის სწავლებით, არამედ მოსწავლის მრავალმხრივი განვითარების ფართო სპექტრით. ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რაც უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული და მასწავლებლისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. სიტყვა ,,დამრიგებელი“  ერთი შეხედვითაც ცხადჰყოფს იმ საქმიანობის უმთავრეს არსს, რომელსაც ის გამოხატავს და თავისთავად მოსწავლის დარიგებას  გულისმობს. დაარიგო სხვა, ნიშნავს, რომ თავად გაგაჩნდეს ყველა საჭირო ბერკეტი და გქონდეს შესაბამისი კომპეტენცია. ისიც თავისთავადია, რომ ყოვლისმცოდნე არავინაა და შესაბამისად ვერც დამრიგებელს მოვთხოვთ შეუძლებელს. სწორედ ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობა და მათთან თანამშომლობა, არამხოლოდ ბავშვის  ჩამოყალიბების  გარანტიაა, არამედ თვით პედაგოგის დინამიური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაცაა. როგორც ამბობენ ,,სწავლა სიკვდილამდეა“.  დამრიგებლის როლი სასკოლო სივრცეში ძალლიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საინტერესო და სასიამოვნოცაა. დამრიგებელი ვალდებულია იზრუნოს მოსწავლის, ამ შემთხვევაში მისი სადამრიგებლო კლასის მრავალპროფილურ განვითარებაზე. მის უმთავრეს მისიას უნდა წარმოადგენდეს, მოსწავლეებში ფუნდამენტური ღირებულებების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის, ღვთისმოსაობის, სიყვარულის, ემპათიისა და ტოლერანტული უნარების წახალისება და განვითარება. კონკრეტული საგნის სწავლებისა და ამ კუთხით საჭირო კომპეტენციების განვითარების პარალელურად, დამრიგებელმა მისი მოსწავლე, პირველ რიგში სრულყოფილ და მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანად უნდა ჩამოაყალიბოს. 21-ე საუკუნემ და გლობალიზაციის ეპოქამ, თანამედროვე ადამიანი გამოწვევების წინაშე დააყენა. სიახლეებზე ორიენტირებამ და უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვამ, საზოგადოებრვი ცხოვრების ყველა სფეროში კონკურენციის გაცხოველება გამოიწვია, რამაც დღის წესრიგში, სწორედ ადამიანის მრავაპროფილური განათლების აუცილებლობა დააყენა.  სამყაროს მაჯისცემა არც მომავალში შეწყდება და შესაბამისად მისი რიტმისთვის ფეხის აწყობა და კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირება რომ შევძლოთ, ამისათვის მომავალი თაობის მომზადება სწორედ დღეიდან უნდა დავიწყოთ. სკოლა ის  ცოცხალი ორგანიზმია,  რომელსაც ყველაზე მეტად ხელეწიფება ღირსეული მომავლის შექმნა. დამრიგებლის მოვალეობაც სწორედ იმ ფუნდამენტის ჩაყრაა, რომელზეც მყარი ზედნაშენი უნდა წარმოიქმნას. მე, როგორც კლასის დამრიგებელი, მივიჩნევ, რომ  მოსწავლეებთან  სასურველი მიზნის  მიღწევა, ანალიტიკური ხედვით, სწორი მიდგომითა და მათ ინტერესებზე მორგებული საინტერესო აქტივივობების თანმიმდევრული განხორციელებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომაც დამრიგებელი ვალდებულია, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში დაადგინოს კლასის საჭიროებები, ინტერესები, მისწრაფებები, შესაძლებლობები და ყოველლივე ამის გათვალისწინებით დაგეგმოს და თავი მოუყაროს იმ აქტივობებს, რომლებსაც მთელი წლის მანძილზე განახორციელებს.

                           

                           


                        კლასის   საათის  თემატიკა


  • თანამშრომლობა და აქტიური მოსმენა;
  • როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები;
  • ტყუილს მოკლე ფეხები აქვს;
  •  მე შემიძლია სიბრაზის მართვა;
  • კამათის ხელოვნება;
  • სიყვარული და მეგობრობა;
  • ახალი ნაცნობების შეძენა;
  • ეტიკეტი და მისი ნორმები;
  • გარემოს დაცვაზე ზრუნვა;
  • "ჭყონდიდლობა";
  • სპორტი ჩემ ცხოვრებაში;
  • "ტყე შეუნახე შვილებსა...";
  • მე ვიცავ ჰიგიენას;
  • საუფლო დღესასწაულები;
  • "დედავ ცხოვრების დიდო საწყისო..";
  • ჩემი სოფელი;
  • ჩემი უფლებები და მოვალეობები;
  • ჩემი ოჯახი და მეგობრები.


                             მშობელთა კრებების თემატიკა

  1. ახალი სასწავლო წლის მიზნები და ამოცანები;
  2. გაცნობითი  ხასიათის ექსკურსიის დაგეგმვა და ორგანიზება;
  3. მოსწავლეთა მიმდინარე აკადემიური მოსწრების გაცნობა;
  4. საახალწლო ზეიმის ორგანიზება;
  5. პირველი სემესტრის შედეგები;
  6. მარტის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომზადება;
  7. სასწავლო ხასიათის ექსკურსიის  დაგეგმვა და ორგანიზება;
  8. სასწავლო წლის  შეჯამება-შეფასება და წლიური შედეგების გაცნობა.



         

Комментариев нет:

Отправить комментарий