კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება




              1

                                   დასწრების ფურცელი.
   შეხვედრის თარიღი: 18.10.2017 წ.             შეხვედრის დრო:14.30-16.00 სთ.
   შეხვედრის მიზანი:  სამოქმედო გეგმის საკითხების გამოვლენა;პროფესიული      საქაღალდის,კარიერული წინსვლის გზებისა და ძირითადი და დამატებითი აქტივობების გაცნობა.
   შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა:  7
N
მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ქეთო გაგუა
551  09-10-79
2.
რუსუდან გაგუა
595  51-77-25
3.
მაყვალა გაგუა
598  12-92-11
4.
 ნინო  სურმავა
551   54-36-96
5.
ნონა ერქვანია
551  09-10-86
6.
ოთარი ნაჭყებია
551  09-10-78
7.
ცისანა ჯოჯუა
551  09-10-76



                                     დასწრების ფურცელი.

     შეხვედრის თარიღი: 24.11.2017 წ.                შეხვედრის დრო: 14.30-16.30
     შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი:ნატრული ჯანჯღავა.
     შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა:7
     შეხვედრის მიზანი:გაკვეთილის გეგმის კომპონენტების გაცნობა გეგმის წერის უნარ-ჩვევების განვითარება.

N
მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ქეთო გაგუა
551  09-10-79
2.
რუსუდან გაგუა
595  51-77-25
3.
მაყვალა გაგუა
598  12-92-11
4.
ნონა ერქვანია
551   09-10-86
5.
ნინო სურმავა
551  54-36-96
6.
ოთარი ნაჭყებია
551  09-10-78
7.
ცისანა ჯოჯუა
551  09-10-76


                                     დასწრების ფურცელი.

     შეხვედრის თარიღი: 17.01.2018 წ.                შეხვედრის დრო: 14.30-16.30
     შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატრული  ჯანჯღავა.
     შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 7
     შეხვედრის მიზანი: სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებზე მუშაობა
    
N
მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ქეთო გაგუა
551  09-10-79
2.
რუსუდან გაგუა
595  51-77-25
3.
მაყვალა გაგუა
598  12-92-11
4.
ნინო სურმავა
551  54-36-96
5.
ნონა ერქვანია
551  09-10-86
6.
ოთარი ნაჭყებია
551  09-10-78
7.
ცისანა ჯოჯუა
551  09-10-76



                კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
                                     დასწრების ფურცელი.

     შეხვედრის თარიღი: 16.02.2018 წ.                შეხვედრის დრო: 14.30-17.00
    
     შეხვედრის მიზანი: შეფასების ფორმების,ტიპებისა და მეთოდების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
     შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატრული ჯანჯღავა.
     შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 7

N
მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ქეთო გაგუა
551  09-10-79
2.
რუსუდან გაგუა
595  51-77-25
3.
მაყვალა გაგუა
598  12-92-11
4.
ნინო სურმავა
551  54-36-96
5.
ნონა ერქვანია
551  09-10-86
6.
ოთარი ნაჭყებია
551  09-10-78
7.
ცისანა ჯოჯუა
551  09-10-76



                კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
                                     დასწრების ფურცელი
.
     შეხვედრის თარიღი:7.03.2018 წ.                შეხვედრის დრო: 14.30-16.00
     შეხვედრის მიზანი: რეფლექსიის სახეების გაცნობა, სამუშაო შეხვედრების შემაჯამებელი რეფლექსიის დაწერა.
     შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატრული ჯანჯღავა.
     შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 7
N
მასწავლებლის სახელი და გვარი
მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
1.
ქეთო გაგუა
551  09-10-79
2.
რუსუდან გაგუა
595  51-77-25
3.
მაყვალა გაგუა
598  12-92-11
4.
ნინო სურმავა
551  54-36-96
5.
ნონა ერქვანია
551  09-10-86
6.
ოთარი ნაჭყებია
551  09=10-78
7.
ცისანა ჯოჯუა
551  09-10-76

              2
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრების გ ე გ მ ა
                                                                                   ნატრული ჯანჯღავა

შეხვედრების თარიღი
შეხვედრების ძირითადი საკითხები
შეხვედრების მიზანი
შენიშვნა
18.10.2017 წ.
1.საორგანიზაციო საკითხები.
2.პროფესიული საქაღალდე.
3.პროფესიული წინსვლის გზები.
4.ძირითადი და დამატებითი აქტივობები.
 ჯგუფის სამოქმედო გეგმის საკითხების გამოკვეთა;პროფესიული საქაღალდის რაობა;პროფესიულ საქაღალდეში ასატვირთი აქტივობების გაცნობა,რომლებიც ექვემდებარებიან შეფასებას.

24.11.2017 წ.

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმის წერის უნარ-ჩვევის განვითარება;გაკვეთილის
ფაზებისა და გეგმის კომპონენტების გაცნობა;
გეგმის ნიმუშების პრეზენტაცია და ერთობლივად  გაკვეთილის დაგეგმვა.

17.01.2018 წ.
სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები.
მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა,მათი სპეციფიკის გაცნობიერება და პრაქტიკაში დანერგვის გზებზე მუშაობა.

16.02.2018 წ.
შეფასება.შეფასების ფორმები,კრიტერიუმები და მეთოდები.
შეფასების როლი სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;რას გულისხმობს და როდის ვაკეთებთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ,ასევე მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებას;შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება პრაქტიკაში.

7.03.2018 წ.
რეფლექსია.
რეფლექსიის რაობა;რეფლექსიის სახეების გაცნობა.რაზე კეთდება აქცენტი რეფლექსიაში.როდის იწერება და რაში ეხმარება რეფლექსია სუბიექტს;მონაწილე მასწავლებლების მიერ ჩატარებული შეხვედრების შემაჯამებელი რეფლექსიის შექმნა.






               3
 კოლეგებთან  სამუშაო  შეხვედრების  ორგანიზება.
მონაწილე მასწავლებელთა შეხვედრების შემაჯამებელი უკუკავშირი
    კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორის (ქოუჩის) სახელი და გვარი:
                                                                                   ნატრული ჯანჯღავა
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: გაგუა ქეთო

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10


რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისათვის?
შეხვედრებმა საკმაოდ ბევრი შემძინა პროფესიული თვალსაზრისით.განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ გაკვეთილის გეგმის შედგენის შესწავლით.ასევე კარგად გავერკვიე სასწავლო სტრატეგიებში.უნდა ვაღიარო,რომ ადრე მათ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი,ახლა კი ვცდილობ ყოველ გაკვეთილს მოვარგო ის ცოდნა და გამოცდილება,რაც ამ შეხვდრებმა შემძინეს.



გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა.

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10



რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისათვის?




მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: გაგუა რუსუდანი
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა.

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10



რამდენიმე წლის წინ გავედი მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდაზე პროფესიულ უნარებში.სამიოდე ქულა დამაკლდა მინიმალურ ზღვრამდე.მას შემდეგ ავადმყოფობის გამო ვერ შევძელი გამოცდაზე შემდგომშიც გავსულიყავი.ამ შეხვედრებმა წლების წინანდელი ცოდნა ამომიტივტივა.იმდენად შინაარსიანი საუბრები და მსჯელობა გვქონდა თითოეული განსახილველი თემის გარშემო,რომ თითქოსდა დადებითად დავიმუხტე და სტიმული მომეცა წელსაც ვცადო ბედი გამოცდაზე.შეძენილ ცოდნას ვარგებ საგაკვეთილო პროცესს.
           
        მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ნონა ერქვანია
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა.

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისათვის?
ვარ ახალბედა პედაგოგი. ის სკოლა მაქვს დამთავრებული,სადაც ვმუშაობ,შესაბამისად ჩემი კოლეგები ჩემი ყოფილი პედაგოგები არიან.როდესაც ჯგუფი ყალიბდებოდა,სიამოვნებით ჩავეწერე.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია და შეძენილი ცოდნა მეხმარება გაკვეთილის უკეთ დაგეგმვასა და ჩატარებაში,ასევე მიღწეული შედეგების ანალიზის გაკეთებასა და სათანადო რეფლექსიის წარმოებაში.


გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა.

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10




კოლეგებთან შეხვედრები დამეხმარა კარგად გავრკვეულიყავი სწავლა- სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდებში.თეორიული ცოდნა კი გამაჩნდა,თუმცა ის არ აღმოჩნდა საკმარისი.იმდენად დაწვრილებით შევეხეთ აღნიშნულ საკითხს,რომ უკვე აღარ მიძნელდება კონკრეტულ მასალას შესაფერისი სტრატეგია თუ მეთოდი მოვარგო.ეს კი კოლეგებთან მუშაობის შედეგად გამოვიმუშავე.საკმაოდ კარგად გავერკვიე პროფესიულ საქაღალდეში.თანამშრომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო. 

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ნაჭყებია ოთარი

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10

რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისათვის?
შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია მეხმარება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში,მომზადებასა და ჩატარებაში.ვერ გამოვყოფ ცალკე ვერცერთ შეხვედრას,რამეთუ ყოველი მათგანი საკმაოდ საინტერესო და საჭირო თემებს ეხებოდა და სიღრმისეულად იყო მოწოდებული.იმედია მსგავსი ტიპის შეხვედრები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ჯოჯუა ცისანა
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრების ეფექტურობა.

1--ძალიან არაეფექტური;    10--ძალიან ეფექტური.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10



რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისათვის?
შეხვედრებზე დაწვრილებით განვიხილეთ ყველა ის საკვანძო საკითხები,რომელთა ცოდნა სწორედ რომ აუცილებელი და სავალდებულოა თითოეული პედაგოგისათვის. მიძნელდება გამოვყო რომელიმე მათგანი,თუმცა აქცენტს გაკვეთილის გეგმაზე და ფაზებზე გავაკეთებ.ერთობლივად დაგეგმვამ და გაკვეთილის ფაზების საფუძვლიანმა შესწავლამ ბიძგი მომცა დამეგეგმა და ჩამეტარებინა შიდა საგაკვეთილო შეფასების გაკვეთილი. შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ გაკვეთილზე.

                4
                 კოლეგებთან   შეხვედრების  ორგანიზება
                შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებლის (ქოუჩის) სახელი და გვარი:  ნატრული ჯანჯღავა.
           
                 სამუშაო შეხვედრების მოწყობის მიზანი

   --რატომ გადავწყვიტეთ შეხვედრების ორგანიზება? ამის უამრავი მიზეზი არსებობს.პირველი და უმთავრესი ის გახლავთ,რომ ყველა მასწავლებელი ჩართულია ე.წ. სქემაში,რაც გარკვეულ მოთხოვნებს  უყენებს თითოეულ პედაგოგს,თითოეული ჩვენგანი გამოწვევების წინაშე დგას,რისი გამკლავებაც სათანადო ცოდნასა და კვალიფიკაციას მოითხოვს.ცოდნის მიღება და გამოცდილების გაზიარება კი მაღალკვალიფიციურობასთან ასოცირდება,თვით მაღალკვალიფიციურობა კი გულისხმობს მასწავლებლის გადასვლას ერთი კარიერული საფეხურიდან მეორეზე,,რაც გარკვეულწილად მატერიალური წინსვლის გარანტიცაა.პროფესიონალიზმი გულისხმობს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას,ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სკოლის იმიჯის გაუმჯობესებასაც.
      ჩვენი სკოლის თითოეულ პედაგოგს ყოველივე ზემოთ თქმული კარგად აქვს შეგნებული და გათავისებული,მაგრამ ბევრმა მათგანმა სხვადასხვა მიზეზებისა გამო ვერ შეძლო ტრენინგების გავლა.მათ უამრავი კითხვები დაუგროვდათ სქემასთან დაკავშირებით. ამიტომ მთხოვეს,როგორც შეფასების ჯგუფის წევრსა და სერთიფიცირებულს ,დახმარება გამეწია მათთვის აღნიშნულ საქმეში.მეც სიამოვნებით დავთანხმდი მათ,რადგან თანამშრომლობითი გზით გამოცდილების მიღება -გაზიარება აუცილებელი წინაპირობაა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.ასეთი დამოკიდებულება კი  განსაზღვრავს კოლექტივის სოციალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატს. სასწავლო პროცესის დახვეწისა და მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგს შეეძლოს ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა მიღება-გათვალისწინება. თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა „კრიტიკული მეგობრების“ ინსტიტუტი,რომლის დანერგვა გულისხმობს სასწავლო პროცესზე დაკვირვებასა და მუშაობის უკეთ წარმართვის გზების ძიებას.სწორედ რომ ახალი გზების ძიებას და მუშაობის უკეთ წარმართვას გულისხმობს ჩვენი შეხვედრებიც.ვფიქრობ კეთილი ნების საფუძველზე სათანადო ძალისხმევისა და მონდომების შედეგად დასახულ მიზანს მივაღწევთ და სასურველ შედეგზე აუცილებლად გავალთ.    


 შეხვედრის/შეხვედრების მსვლელობისა და განსახილველი საკითხების მოკლე აღწერა.
                                                N 1                 
2017 წ .  18   ოქტომბერს   დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მასწავლებელთა შეხვედრა.შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
·         ქეთო გაგუა
·         რუსუდან გაგუა
·         მაყვალა გაგუა
·         ნინო სურმავა
·         ოთარი ნაჭყებია
·         ცისანა ჯოჯუა
·         ნონა ერქვანია
     შეხვედრაზე მასწავლებლებმა ისაუბრეს იმ საკითხებსა და საჭიროებებზე,რაშიც ისინი ითხოვენ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას თავიანთი მუშაობის უკეთ წარმართვისა და დროის მოთხოვნებზე ფეხის აწყობის მიზნით.კერძოდ,თუ რა არის პროფესიული საქაღალდე,რა აქტივობები უნდა მოთავსდეს საქაღალდეში,ვინ და როდის აფასებს პროფესიულ საქაღალდეს,ვინაა  უფლებამოსილი საქაღალდის შეფასების eschool-ში შეტანაზე.აგრეთვე კოლეგებს ვესაუბრე იმაზე,თუ ვის და როდის შეიძლება მასწავლებელმა მიმართოს შეფასებით უკმაყოფილების შემთხვევაში.
      გარდა ამისა, თანამშრომლებს მივაწოდე ინფორმაცია,თუ რა ძირითადი და დამატებითი აქტივობების განხორციელება მოუწევთ მათ და რა რაოდენობის კრედიტქულები უნდა დააგროვონ საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელად.
   ვინაიდან შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ,მათ გავაცანი ის გზები,რომლითაც მათ შეუძლიათ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება.კერძოდ,
          I   გ ზ ა:
#გამოცდა
-საგანში
-პროფესიულ უნარებში
#ორი გაკვეთილი  -4 კ/ქ

              II  გ ზ ა :
გამოცდები
-საგნის
-პროფესიული უნარების   10-10 კ/ქ
 
                  III გ ზ ა:
დოქტორის  (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხი განათლების მეცნიერებებში/საგანში.(სქემის ძალაში შესვლის შემდეგ).
ასევე კოლეგებს გავაცანი საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდების ტესტების მაქსიმალური ქულები:
61-ზე მეტი-10 ქ
51-დან 61-ნდე-7 ქ
41-დან 51-მდე-4 ქ
31-დან 41-მდე-1 ქ
კოლეგებმა შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით კმაყოფილება გამოთქვეს.აქვე გამოიკვეთა ის თემები და საკითხები,თუ რის გარშემო სურდათ კოლეგებს ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება.ეს კი პირადად დამეხმარება ჯგუფთან სამუშაო სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. დავთქვით მომდევნო შეხვედრების თარიღი.


                  
                                  N 2  შ ე ხ ვ ე დ რ ა     
2017 წ.   24  ნოემბერს  შედგა მორიგი შეხვედრა,რომელსაც მონაწილე ყველა მასწავლებელი დაესწრო.შეხვედრის თემა იყო „გაკვეთილის გეგმა“.ეს იყო ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელმაც  მასწავლებელთა შესასწავლ საკითხებს შორის პირველი პრიორიტეტი მოიპოვა.ეს გასაგებიცაა,ვინაიდან გაკვეთილის კარგად დაგეგმვა და კარგი გეგმა სწავლა-სწავლების პროცესის წარმატების საწინდარია.გაკვეთილის დაგეგმვის უნარ-ჩვევის ფლობა ყველა მასწავლებელს მოეთხოვება.გეგმაში რომელიმე ფაზის გამოტოვება კი გაკვეთილის ჩავარდნის ტოლფასია.კარიერის დაწყების პირველ ფაზაში დაგეგმვას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.გამოცდილების გაზიარებისა და აქტიური მუშაობის შედეგად მისთვის საჭირო დრო თანდათან მცირდება.კარგი დაგეგმვის უნარ-ჩვევის განვითარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვის საშუალებას აძლევს,ხოლო მოსწავლისთვის განკუთვნილი აქტივობები ცოდნის კონსტრუირებაზე უნდა იყოს მორგებული. 
        შეხვედრაზე კოლეგებს გავაცანი გეგმის სამფაზიანი მოდელი,დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს  თითოეული  ფაზა.აქვე საუბარი მქონდა იმაზეც,თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სასწავლო სტრატეგიების სწორად შერჩევა,აგრეთვე მასალის მიწოდებისას ეფექტური მეთოდების გამოყენება.განვიხილეთ გეგმის შემადგენელი  კომპონენტები და მივაწოდე გაკვეთილის გეგმის რამდენიმე ნიმუში.
მონაწილე მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი ერთობლივად დაგვეგეგმა თითო გაკვეთილი და წარედგინათ იგი შეფასების ჯგუფისათვის.მე კი პირობა მივეცი კოლეგებს მათთვის ერთ საჩვენებელ გაკვეთილს ჩავატარებ მეორე სემესტრის დასაწყისში.
                                       N 3   შ ე ხ ვ ე დ რ ა

       2018 წლის    17     იანვარს  შედგა ჯგუფის წევრთა მორიგი შეხვედრა. იმისათვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი საინტერესო და თანაც სახალისო გახდეს მასწავლებელმა მრავალფეროვან სტრატეგიებს უნდა მიმართოს.სწორედ რომ სტრატეგიები  და  სწავლების თანამედროვე მეთოდები ეხმარება პედაგოგს უკეთესი შედეგების მიღწევაში.მთავარია ამ სტრატეგიებისა და მეთოდების სპეციფიკის ცოდნა და მათი მიზანმიმართულად გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში.დღევანდელი შეხვედრაც ამ მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობას და თითოეულ მათგანზე მუშაობასა და მსჯელობას მივუძღვენით.მუშაობამ საკმაოდ  ნაყოფიერად ჩაიარა.პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ კი სმენოდათ ამ სტრატეგიებზე,მაგრამ ასეთ საფუძვლიან ცოდნას არ ფლობდნენ და არც აქტიურად იყენებდნენ გაკვეთილზე.თუმცა გამოთქვეს მზადყოფნა უფრო სიღრმისეულად გაეცნობიან მათ ჩემ მიერ მითითებულ სპეცლიტერატურაში და უახლოეს მომავალში დანერგავენ თავიანთ პრაქტიკაში.


           


                                          N  4                                

     2018 წლის 16   თებერვალს შედგა სკოლის პედაგოგთა შეხვედრა,რომელსაც ჯგუფის ყველა წევრი ესწრებოდა.შეხვედრის მთავარი თემა იყო „შეფასების  ფორმები,კრიტერიუმები და მეთოდები“.
     შეფასება მიზნად ისახავს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენასა  და სწავლის ხელშეწყობას,ასევე ამოწმებს ცალკეული მეთოდისა  და სტრატეგიის ეფექტურობას.ამიტომ სწავლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.პირველ რიგში მასწავლებელი გეგმავს თუ რისი მიღწევა სურს,შემდეგ გეგმავს თუ როგორ შეაფასოს, აღწევს თუ არა სასურველ შედეგს და ბოლო ეტაპზე განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომლითაც სასურველ შედეგზე გავა.საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე კოლეგებს თუ როდის და რა დოზით შეიძლება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიწოდება,ვესაუბრე შეფასების მრავალფეროვან მეთოდებზე,როგორიცაა:ტესტირება,მასწავლებლის დაკვირვება,მოსწავლის თვითშეფასება და კომენტარი.ყურადღება გავამახვილე მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებებზე.დაწვრილებით მიმოვიხილეთ თითოეული მათგანი.თუმცა ამ საკითხზე,როგორც შეხვედრამ გამოავლინა,კოლეგებმა უფრო მეტი თეორიული ცოდნა გამოავლინეს, ვიდრე წინა ორი  შეხვედრის თემების გარშემო.ვთვლი,რომ სწორედ ეს იყო შეხვედრის ძლიერ მხარე.





                                        N 5               


        2018  წლის 7 მარტს  გაიმართა  მუშა-ჯგუფის რიგით ბოლო შეხვედრა.საუბარი გვქონდა გაკვეთილის შეჯამებასა და რეფლექსიაზე. მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს და ეს ძიება საკუთარ თავში უნდა მოახდინოს. მხოლოდ საკუთარი პრაქტიკის მიუკერძოებელი და თვითკრიტიკული ანალიზითა და შეფასებით არის შესაძლებელი მიზანმიმართული პროფესიული წინსვლა. განუმარტე,თუ რა არის რეფლექსია?
რეფლექსია (ლათ. reflexio) ნიშნავს „უკან მიბრუნებას“, ფიქრს საკუთარ „მეზე“, მდგომარეობაზე, საქციელზე, წარსულ მოვლენებზე. ამრიგად, ეს არის „საუბარი საკუთარ თავთან“.
  ტრადიციულ ფსიქოლოგიაში განასხვავებენ სხვადასხვა სახის რეფლექსიას:

               კომუნიკაციურს – მისი ობიექტია სხვა, მეორე ადამიანის შინაგან სამყაროსა და მისი ქმედების მიზეზებზე წარმოდგენის შექმნა;

                 პიროვნულს – შემეცნების ობიექტია თავად შესამეცნებელი პიროვნება, მისი თვისებები, ქცევა, სხვებთან ურთიერთობის სისტემა;

                 ინტელექტუალურს – იგი გამოიხატება სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებითა და შესრულების გზების გაანალიზებით.
 რეფლექსიის სააზროვნო საკითხებია:
  რა იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება?
  რის საფუძველზე მივაღწიე ამას?
  რა სირთულეს წავაწყდი?
  რა არის ის, რისი გაკეთებაც არ გამომდიოდა ადრე, ახლა კი თავისუფლად შემიძლია?
     როდის წერს მასწავლებელი რეფლექსიას?
მასწავლებელმა რეფლექსია უნდა აწარმოოს როგორც სწავლების დასაწყისში, რაც ეხმარება მას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაში, ასევე სწავლების პროცესში, რომლის საშუალებითაც აფასებს, რამდენად უმჯობესდება სასწავლო პროცესი; ასევე სწავლების გარკვეული ეტაპის დასასრულს (მაგ. სასწავლო წლის ბოლოს), რითაც მასწავლებელი აფასებს თავის მიღწევებს და ხელახლა გეგმავს პროფესიული განვითარების გზას წინა გამოცდილებაზე დაფუძნებით.
    რაში ეხმარება მასწავლებელს კარგი რეფლექია?
რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს ახალი სამუშაო; მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შეუძლია გამოასწოროს ახალ სასწავლო წელს, ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას, ხოლო ძლიერი, კიდევ  უფრო გააძლიეროს და დანერგოს.
    რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
      ბოლოს პედაგოგებს შევთავაზე გაეკეთებინათ ჩვენ მიერ ორგანიზებული შეხვედრების რეფლექსია.კოლეგებმა ამ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს.ხაზი გაუსვეს იმას, რომ საკმაოდ ბევრი ცოდნა დაუგროვდათ შეხვედრების შედეგად და მადლიერება გამოთქვეს გაწეული შრომისათვის.მათ გამოთქვეს სურვილი მიღებული ცოდნა-გამოცდილების საფუძველზე თუნდაც თითო შიდა დაკვირვების გაკვეთილს ჩაატარებენ სასწავლო წლის ბოლომდე.ჩემდა თავად,მე მზად ვარ მათთან მომავალშიც ვითანამშრომლო და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული რჩევა მივცე და დახმარების ხელი გავუწოდო.
შეხვედრების შედეგად მოხდა დასახული მიზნის მიღწევა,რადგან მასწვლებლებმა შეძლეს და შექმნეს შესაბამისი პროდუქტები(გაკვეთილის გეგმა,რეფლექსია,შეფასების რუბრიკები,შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით.)და გამოიყენეს გაკვეთილზე.
ჩატარებული შეხვედრების ძლიერ მხარედ ვთვლი იმას, რომ კოლეგებს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი ურთიერთობები,რაც გამოიხატებოდა სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საჭირო ერთობლივი პროდუქტების შექმნაში.
      მომავალში ანალოგიური ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში გავითვალისწინებ სიახლეებს განათლების სფეროში პროფესიული ზრდის თვალსაზრისით და შესაბამისად წარვმართავ სამუშაოებს.
                           


                                    


2 комментария:

  1. მომეწონა , ბევრი რამ გავიგე, რაც მჭირდებოდა

    ОтветитьУдалить
  2. მომეწომა ნამდვილად კარგია გისურვებთ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить