პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა


     პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის საპილოტე პროგრამა 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მასში 107 სკოლა ჩაერთო.2014/15 სასწავლო წელს პროგრამის პილოტირებაში ჩართული იყო 482 სკოლა,ხოლო 2015/16  ს/წ. პილოტირების პროგრამაში ჩართულთა რიცხვმა 944-ს მიაღწია.ამ კურსის მთავარი მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეთა დახმარება საკუთარი შესაძლებლობების,ინტერესების,უნარებისა და ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ღებულობენ პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამ მიზნით მათ უწევთ ძალზე საინტერესო და სახალისო აქტივობების შესრულება,რაც მათ საკუთარი პიროვნების უკეთ შეცნობაში და შესაბამისად მომავალი პროფესიის გააზრებაში ეხმარება.
       2016/17 სასწ. წელს პირველად შევუდექი ამ კურსის სწავლებას და ერთგვარი შიშიც კი დამეუფლა,თუ როგორ და რამდენად შევძლებდი მისთვის თავის გართმევას.თუმცა მას შემდეგ,რაც რაიონის კოლეგებთან ერთად გავიარე შესაბამისი ტრენინგ-კურსი,საკმაო გამოცდილებაც მივიღე და გავერკვიე,თუ რა ფორმით მიმეწოდებინა მასალა ჩემი მოსწავლეებისათვის და უხერხულობამაც მალევე გამიარა.დავრწმუნდი,რომ წინ ძალიან საინტერესო და სახალისო საქმიანობა მელოდა.ტრენინგ-კურსს ტესტირება ახლდა,რომლის წარმატების გადალახვის შემდეგ მივიღე სათანადო სერთიფიკატი და მერგო პატივი აღნიშნული კურსის სწავლებას შევდგომოდი.ამ კურსის წარმატებით სწავლებაში დიდი დახმარება გამიწია სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით ნაჭყებიამ,რომელმაც აღგვჭურვა სათანადო საკანცელარიო მასალით,რათა მოსწავლეებისათვის მასალა უფრო თვალსაჩინოდ მიმეწოდებინა.ასევე დიდი გამოცდილება შემძინა ამ კურსის რაიონულ ხელმძღვანელთან ნორიკო გადელიასთან თანამშრომლობამაც,რომელიც მესწრებოდა ყველა მოდულზე და სათანადო რჩევებსა და გამოხმაურებებს მაძლევდა.
        კურსის ფარგლებში მოვაწყვეთ ექსკურსია მარშრუტით „მარტვილი-ქუთაისი-წყალტუბო-მარტვილი“.ვეწვიეთ ქუთაისის ფსიქოლოგიურ კაბინეტს,კადეტთა კორპუსის სასწავლო-სპორტულ ბაზას,წყალტუბოს ბალნეოლოგიურ სანატორიუმს. ამ დაწესებულებებში მოსწავლეებს კვალიფიციური მეგზურობა გაუწიეს.
       იმედია,ამ კურსის სწავლებას მომავალშიც გავაგრძელებ.შევეცდები უფრო მეტი გავიგო და მოსწავლეებს მივაწოდო ინფორმაცია,დავეხმარო მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მომავალი პროფესიის არჩევის თვალსაზრისით.

Комментариев нет:

Отправить комментарий