სტანდარტები რუსულ ენაში


საგნობრივი კომპეტენციები საბაზო და საშუალო საფეხურზე
I დონე (ს.I)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებ და სავარჯიშოს ინსტრუქციებ მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.


უცხ.ს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა.

უცხ.ს.I.6. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.

უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ქუჩის/ მაღაზიის/ საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.8. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.9. მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტების, ანკეტების, (მაგ., კვირის განრიგის, გაკვეთილების ცხრილის, სავიზიტო ბარათის, პირადობის მოწმობის, ბილეთის და სხვა) წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია
ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება.
ა. კატალოგი.
ბ. სამარშრუტო გეგმა.
გ. მენიუ.
დ. კულინარიული რეცეპტი.

უცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცი, მოსაწვევი, მოწვევის სამადლობელო და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.

უცხ.ს I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები.

უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.

უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა.

უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება.

უცხ.ს.I.17. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა.

უცხ..I.18. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტები (კატალოგის, მენიუ, კულინარულრეცეპტს) შედგენა.

უცხ.ს.I.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა.

უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.

უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.

ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
(მედიაცია)
სწავლის სწავლა

უცხ.ს.I.22. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა.

უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.


უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.I.29. მოსწავლეს
შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განსათავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა).

უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.I.31. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.I.33.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.I.34.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიო და აუჩქარებელი).
უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სიტყვების ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს/ფრაზებს;
·           ამოიცნობს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობას.

უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებ და სავარჯიშოს ინსტრუქციებ მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·           ასრულებს სავარჯიშოებს.

უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებ, მოვლენებს და სხვა);
·           ტექსტიდან ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·           ამოიცნობს ინტონაციით გამოხატულ ემოციებს (სიხარულ, გაკვირვებას, გაბრაზება და სხვა);
·           დიალოგში განასხვავებს მეტყველების ფამილარულ და თავაზიან ფორმას.
მოსმენის სტრატეგიები
უცხ.ს.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრ, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკურ მახვილებ);
·           დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია და სხვა);
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ მოსასმენი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·           გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას.

მიმართულება: კითხვა
(კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული ტექსტები).
უცხ.ს.I.5. მოსწავლეს შეუძლია ანბანის წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ყველა მთავრულ და არამთავრულ ბეჭდურ/ნაწერ ასოს, სწორად წარმოთქვამს მათ.

უცხ.ს.I.6. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის ელემენტარულ უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ახმოვანებს ასოებს, ასოთშენაერთებს, მარცვლებს;
·           ბგერებს აკავშირებს შესაბამის ასოებთან, ასოთშნაერთებან, მარცვლებთან;
·           ხმამაღლა და გარკვევით კითხულობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებს, ტექსტებს.

უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერის, გაჩერების/ მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაიკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მითითებულ ინფორმაციას.

უცხ.ს.I.8. მოსწავლეს შეუძლია სავარჯიშოს პირობის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს და ასრულებს მითითებებს.

უცხ.ს.I.9. მოსწავლეს შეუძლია ოფიციალური/ადმინისტრაციული ხასიათის დოკუმენტები, ანკეტების (მაგ., კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, სავიზიტო ბარათი, პირადობის მოწმობის, ბილეთი და სხვა) წაიკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მონაცემებს;
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.

უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება.
. კატალოგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ნივთის, საგნის ნიშან-თვისებებს (წონა, ზომა, ფერ, მასალა);
·           ამოიცნობს ფასს.
ბ. სამარშრუტო გეგმა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პირობით ნიშნებს;
·           ამოიცნობს წარწერებს.
გ. მენიუ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს რუბრიკებს (მაგ., ცხელ/ცივ კერძებ, დესერტ, სასმელებ და სხვა);
·           ამოიცნობს კერძებს/სასმელებს;
·           ამოიცნობს მათ ინგრედიენტებსა და ფასს.

დ. კულინარული რეცეპტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ცალკეულ ინგრედიენტს;
·           ამოიცნობს ინგრედიენტთა მითითებულ რაოდენობას;
·           ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებს (მაგ., გაფცქვნა, მორევა, ჩაყრა და სხვა).

უცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი (მისალოცის, მოსაწვევ, მოწვევის სამადლობელო და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ავტორის/ადრესატის ვინაობას;
·           ამოიცნობს გაგზავნის თარიღსა და ავტორის/ადრესატის მისამართს;
·           ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., შობის, დაბადების დღის მილოცვა, მოკითხვა, დაპატიჟება და სხვა);
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (როდის, სად, ვინ, რატომ და სხვა).

უცხ.ს.I.12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის თხრობითი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           ამოიცნობს პერსონაჟთა თვისებებს;
·           ამოიცნობს მოქმედებებს, მოვლენებს;
·           ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.

უცხ.ს. I.13. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განარჩევს ერთმანეთისაგან სხვადასხვა სახის ტექსტის კომპოზიციურ თავისებურებას (მაგ., კატალოგისას მენიუსაგან);
·           ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები; მითითებულია თუ არა ავტორი ან ადრესატი; ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული თუ აბზაცებად და სხვა);
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულას კორესპონდენციაში);
·           ამოიცნობს ახლანდელი/წარსული დროის გამომხატველ ზმნის ფორმებს, ზმნიზედებს;
·           განარჩევს თხრობითი და ბრძანებითი კილოს გამომხატველ ზმნის ფორმებს;
·            ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედა, სიტყვათშეთანხმება, წინდებულ);
·            ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის (მაგ., არსებითი და ზედსართავი სახელების რიცხვში შეთანხმება).

კითხვის სტრატეგიები
უცხ.ს.I.14. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგო, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ - მსხვილ შრიფტ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
·           დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (როგორებიცაა: ილუსტრაციებ, ნაცნობ ფუძე, კონტექსტ, მშობლიურ ენაში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებ /მაგ. ტელეფონი, ბანანი, ტაქსი/ და სხვა) დახმარებით;
·           მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
·           იხსენებს, შეუსწავლია თუ არა ასეთი ტექსტები სხვა ენების ან საგნების შესწავლისას და გამოუყენებია თუ არა ასეთი სტრატეგიები;
·           განსაზღვრავს, რა ტიპის ტექსტების ათვისებისას შეიძლება მსგავსი სტრატეგიების გამოყენება.

მიმართულება: წერა
უცხ.ს.I.15. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების, წინადადებების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაწერს სიტყვებს და წინადადებებს;
·           იცავს ასოთა გადაბმის წესებს;
·           კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებს, წინადადებებს.

უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           წერს მონაცემებს/საქმიანობებს შესაბამის ადგილას.

უცხ.ს.I.17. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით ღია ბარათის შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვა, ხელმოწერა, მისამართი, თარიღი);
·           აყალიბებს კორესპონდენციის მიზანს (დაბადების დღის, შობა/ახალი წლის მილოცვა და სხვა).

უცხ..I.18. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მარტივი, ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტები (კატალოგი, მენიუ, კულინარული რეცეპტი) შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (მაგ., მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნების კატალოგის მიხედვით წერს საბავშვო წიგნების კატალოგს; ზამთრის ტანსაცმლის კატალოგის მიხედვით - ზაფხულისას).

უცხ.ს.I.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს ადამიანს (თვალის ფერი, თმის ფერი, სიმაღლე, წონა);
·           აღწერს საგანს, ნივთს სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით (ფერი, ზომა, შემადგენლობა, ფორმა, მდებარეობა და სხვა);
·           აღწერს საცხოვრებელ ადგილს (მდებარეობა, ოთახების, ნივთების განლაგება და სხვა);
·           აღწერს ყოველდღიურ საქმიანობებს;
·           აღწერს ხელოვნების ნიმუშს (დასახელება, ადგილმდებარეობა, სხვადასხვა მახასიათებელი);
·           იძლევა მარტივ დადებით ან უარყოფით შეფასებებს.

უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., წინდებულ, ზმნიზედას და სხვა);
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანმხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში);
·           შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს მითითებების მიცემისას;
·           იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის შემცველ მარტივ გაუვრცობელ თუ გავრცობილ წინადადებებში;
·           იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

წერის სტრატეგიები
უცხ.ს.I.21. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, ნიმუშ, საჭირო ენობრივ მასალა, გრამატიკულ ცნობარ და სხვა);
·           წერს შავ ვარიანტს;
·           გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
·           ათეთრებს ნაწერს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.I.22. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარკვევით იმეორებს ბგერებს, სიტყვებს, გამოთქმებს;
·           დიალოგების, სკეტჩების გათამაშებისას ან მინიტექსტების ზეპირად წაკითხვისას ცდილობს დაიცვას უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია, გამოთქმა.

დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, არდადეგები, აქტივობები, ამინდი, საყვარელი ნივთი, ცხოველი და სხვა);
·           მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა, გაცნობა, კაფეში შეკვეთის მიცემა და სხვა);
·           საუბრობს ტელეფონით ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაკვეთილების ცხრილი, შეხვედრის დანიშნ და სხვა);
·           სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
·           ცდილობს, უცხოურ ენაზე გადმოსცეს სათქმელი სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ. ვერ გავიგე“; “ეს რას ნიშნავს?”; “რვეული შინ დამრჩა”, “მათხოვე ფანქარი!და სხვა).

 მონოლოგური მეტყველება
 უცხ.ს.I.24. მოსწავლეს შეუძლია გარემოს აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ საცხოვრებელს/ოთახს;
·           საუბრობს საკუთარ თავზე, ახლობლებზე (მაგ., პირად მონაცემებზე, ყოველღიურ საქმიანობებზე, გატაცებებზე და სხვა);
·           აღწერს სურათს.

უცხ.ს.I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·           მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
·           სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონე წინადადებას;
·           იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
·           იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვში);
·           სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.

 ზეპირმეტყველების სტრატეგიები
უცხ.ს.I.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების გამოყენება მეტყველების უნარის გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კომუნიკაციის წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ. მოდელებ, წინადადებებ, გამოთქმებ, კლიშეებ);
·           სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება/ და სხვა);
·           აღმოაჩენს და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს.

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.I.27. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებში/ტექსტებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის რეალიებს (მაგ., დროშა, ძეგლ და სხვა).

უცხ.ს.I.28. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს უცხო კულტურისთვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს და სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას იცავს უცხოური სოციოკულტურული გარემოსთვის დამახასიათებელ ნორმებს;
·           მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს განმარტებას კონკრეტულ სოციოკულტურული საკითხების გარშემო;
·           კორექტულადგამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.

მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და გეგმავ განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენ შესრულების ვადებს;
·           მასწავლებლის დახმარებით ახდენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავ, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინო დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებ, შეარჩევ და დაამუშავებ ინფორმაციას; განახორცილებ პროექტს;
·           გუნდის წევრებთნ ერთად წარუდგენ სხვა ჯგუფს პროექტის გეგმის შავ ვარიანტს;
·           შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით გუნდის წევრებთნ ერთად აუმჯობესებ და ასრულებპროექტს.

მიმართულება: სწავლის სწავლა

უცხ.ს.I.30. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·           გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·           განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებად;
·           განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
·           განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია.

უცხ.ს.I.31. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
·           სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
·           მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
·           თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
·           ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში;
·           აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
·           მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
·           შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
·           აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით;
·           ასახელებს ფაქტორებსა და მიზეზებს, რომლებიც ხელს უშლის წინსვლას (მაგ. უყურადღებოდაა, არ იმეორებს მასალას, ვერ ბედავს შეკითხვის დასმას, ეშინია შეცდომის დაშვებისა და სხვა);
·           ასახელებს, რა ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება გამოიყენოს უცხოურ ენაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

უცხ.ს.I.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·            მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად.

უცხ.ს.I.33. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მარაგის გასამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სისტემატურად იმეორებს განვლილ ლექსიკურ მასალას;
·           ამოკრეს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
·            იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (მაგ., რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).

უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·            იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
·            ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
·            იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.ს.I.35. მოსწავლეს შეუძლია შედეგების გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლოს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·           ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·            მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების ურთიერთგაუმჯობესების ხელშესაწყობად.





საბაზო და საშუალო საფეხური - II დონე (ს.II)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.ს.II.1. მოსწავლეს
შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/ მონოლოგის) მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
ა) ამინდის პროგნოზი.
ბ) სპორტის ახალი ამბები.

უცხ.ს.II 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.


უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.

უცხ.ს.II.8. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა).

უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი).

უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს;
ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს;
გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას;
დ) კითხულობს და იგებს დაიჯესტს.

უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი).

უცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).

უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).

უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად;
) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით;
გ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად.

უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.

უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).

უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).

უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა).

უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.

უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს.


ლაპარაკი
კულტურატა დიალოგი
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)
სწავლის სწავლა
უცხ.ს.II.22.
მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.

უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.ს.II.24. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს.

უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები.


უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.

უცხ.ს.I.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.

უცხ.ს.II.30.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.

უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.

უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

უცხ.ს.II.34.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.

უცხ.ს.II.35.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ნდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
(მოსმენის უნარის გასავითარებლად გამოიყენება დიდაქტიზებული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ტექსტი მკაფიო და აუჩქარებელი).
უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·           ასრულებს სავარჯიშოებს.

უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები, სასაუბრო თემა);
·           ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·           ამოიცნობს დადებით და უარყოფით შეფასებებს.

უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. ამინდის პროგნოზი.
·           ამოიცნობს გეოგრაფიულ ადგილებს;
·           ამოიცნობს ატმოსფერულ მოვლენებს და ტემპერატურას.
. სპორტის ახალი ამბები.
·           ამოიცნობს სახეობებს;
·           ამოიცნობს გამარჯვებულ და დამარცხებულ გუნდებს/მოთამაშეებს;
·           ამოიცნობს ანგარიშს.

უცხ.ს.II. 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს, სად არის გაკეთებული განცხადება (მაგ., სუპერმარკეტში, სადგურში და სხვა);
·           ამოიცნობს განცხადების მიზანს;
·            ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., გამგზავრების დრო, ბაქანი, ფასი, სექცია და სხვა).

უცხ.ს.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარშრუტის მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           შესაბამისი მითითებების მიხედვით იკვლევს გზას (მაგ., გაუხვიე მარჯვნივ, იარე პირდაპირ და სხვა);
·           პოულობს დანიშნულების ადგილს.

მოსმენის სტრატეგიები
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრ, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკური მახვილ და სხვა);
·           ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, სიტყვის ფუძე და სხვა);
·           მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ყურადღების გამახვილებით ამოკრებს საჭირო ინფორმაციას.

მიმართულება: კითხვა
(კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენება ნახევრად ავთენტიკური ან ავთენტიკური ტექსტები).
უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღკითხვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
·           თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.

უცხ.ს.II.8. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ, მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მითითებულ ინფორმაციას.

უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორ, ადრესატ, კორესპონდენციის მიზან);
·           ამოიცნობს გაგზავნის თარიღსა და ავტორის/ადრესატის მისამართს;
·           ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, მოწვევა, რაიმეს შეთავაზებადა სხვა);
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რა, რამდენი, როგორ, რატომ და სხვა);
·           ამოიცნობს ემოციებს, დამოკიდებულებებს.
უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს.
·           ამოიცნობს განცხადების მიზანს (მაგ., საზაფხულო შემოთავაზებები);
·           ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს.
·           ამოიცნობს კორესპონდენტს, რესპონდენტს;
·           ამოიცნობს თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს რესპონდენტის დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.
გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას.
·           ამოიცნობს პროგრამის ფორმატს (მაგ., კვირის განრიგ, გადაცემის დასათაურებას, არხების ლოგოებ);
·           ამოიცნობს გადაცემის ტიპს;
·           ამოიცნობს ანოტაციის ზოგად შინაარსს;
·           ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მონაწილე, შემსრულებელი, დღე, დრო და სხვა).
) კითხულობს და იგებს დაიჯესტს:
·           ამოიცნობს თითოეული ამბის ზოგად შინაარს;
·           სათაურს აკავშირებს შინაარსთან.

უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორ, ტექსტის მიზან, ადრესატ);
·           ამოიცნობს სათაურს, ქვესათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციების წარწერებს;
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღ, ფას, ადგილ, პირობებ, მონაწილე და სხვა);
·           ამოიცნობს შეფასებებს, რჩევებს.

ცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.

უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია, მოგონება, დღიური).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           ამოიცნობს პერსონაჟთა განწყობილებებს, გრძნობებს, თვისებებს;
·           ამოიცნობს მოქმედებებს, მათ თანამიმდევრულობას;
·           ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.

უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები, მითითებულია თუ არა ავტორ/ადრესატ, ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული, თუ აბზაცებად და სხვა);
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულები კორესპონდენციაში, რჩევის გამომხატველი ფორმულა სარეკლამო ბროშურაში);
·           ამოიცნობს შეფასება-დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
·           ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (არსებით სახელ, ზმნიზედა, წინდებულ, ზმნისწინ);
·           ამოიცნობს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნის ნასწავლი ფორმა, ზმნიზედა);
·           ამოიცნობს შედარების/მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს.

კითხვის სტრატეგიები

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
·           მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციზე, საკვანძო სიტყვზე, აბზაცების დასაწყისზე, ერთ-ერთი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვ) დაყრდნობით;
·           გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე; ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.
) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.
·           ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
·           შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (მაგ., კონტექსტზე, ქართულში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებზე, სიტყვის ნაცნობ ფუძეზე, აფიქსებზე და სხვა) დაყრდნობით;
·           უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
·           საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს.
) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად:
·                    თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრეს მისთვის საჭირო ინფორმაციას.

მიმართულება: წერა
უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მაგ., მიმართვის ფორმა, დამშვიდობების ფორმულას, ხელმოწერას, მისამართ, თარიღ);
·           კორესპონდენციის მიზანს უსადაგებს შინაარსს (მაგ., წვევა, რაიმეს შეთავაზება, მიწვევაზე/შეთავაზებაზე დათანხმება/უარის თქმა, მოკითხვა, ამბების შეტყობინება);
·           აღწერს ყოველდღიურ ამბებს;
·           სვამს კითხვებს კონრეტული ინფორმაციის დასაზუსტებლად.
უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადრესატის ვინაობის გათვალისწინებით შეარჩევს მიმართვისა და დამშვიდობების სათანადო ფორმულებს;
·           აგებს თხრობას, თანამიმდევრულად გადმოსცემს მოვლენებს, ფაქტებს;
·           გამოხატავს გრძნობებს, განწყობილებებს, სურვილებს.

უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორ, რეკლამის მიზან, ტექსტის ფორმატ, ადრესატ);
·           იგონებს სათაურს;
·           წერს ილუსტრაციის კომენტარებს;
·           ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (ანოტაციას);
·           მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღ, ფას, ადგილ, პირობებსა და სხვა); 
·           ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს.

უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოცემულ ყალიბს ავსებს განსხვავებული შინაარსით (ნიმუშის გამოყენებით წერს სასურველ ტელეპროგრამას).

უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ კონსტრუქციებში;
·           იყენებს ზმნიზედებს და ზმნის სათანადო ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           ამბების გადმოცემისას იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედები, წინდებულები);
·           სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს;
·           აღწერის დროს შედარებისას იყენებს მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
·           იცავს სიტყვათა რიგს მტკიცების, უარყოფის და კითხვის შინაარსის შემცველ მარტივ და თანწყობილ წინადადებებში;
·           შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·           ემოციისა და დამოკიდებულების (მაგ., სიხარული, აღფრთოვანება, მოწონება, მადლიერება) გამოსახატად იყენებს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს, ენობრივ ფორმულებს;
·           მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
·           იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორდ იყენებს სასვენ ნიშნებს.
წერის სტრატეგიები
უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, ნიმუშ, გრამატიკულ ცნობარ და სხვა);
·           ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას, საკომუნიკაციო მიზნიდან გამომდინარე შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (მაგ., ლექსიკურ ერთეულებ, კლიშეებ, გრამატიკულ ფორმებ და სხვა);
·           წერს შავ ვარიანტს;
·           გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
·           ათეთრებს ნაწერს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გასაგებად მეტყველებს დიალოგების გათამაშებისას, ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, ჟღერადობას, აქვს სათანდო გამოთქმა.
 დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე ( მაგ., ჩაცმულობა, საყვარელი გმირი, ჰობი, თავისუფალი დრო, სკოლა, მეგობრები და სხვა);
·           მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ., მაღაზიაში, ექიმთან, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
·           თავს ართმევს სატელეფონო საუბარს;
·           სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
·           იყენებს კონკეტული საკომუნიკაცო სიტუაციის შესაბამის კლიშეებს, ენობრივ ფორმულებს;
·           პასუხობს ნასწავლი ტექსტის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;
·           გამოხატავს ემოციებს, შეხედულებებს, განწყობილებას;
·           აფასებს მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს;
·           უცხოურ ენაზე გადმოსცემს სათქმელს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.

უცხ.ს.II.24. მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს სათანადო კლიშეებს;
·           რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე.

მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, საყვარელი საგნები, ყოველდღიური საქმიანობა, ჰობი და სხვა);
·           მარტივი გეგმის მიხედვით ან სურათებზე დაყრდნობით ჰყვება მარტივ ამბავს;
·           მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ გარემოს;
·           აღწერს სურათს;
·           აღწერს და ახასიათებს ადამიანებს (სიმაღლე, წონა, თმის ფერი, თვალის ფერი, ჩაცმულობა, ხასიათი, ემოციები, ინტერესები).

ცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·           მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           სათანადოდ იყენებს ზმნიზედებს და ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებში;
·           იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·           სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას.

 ზეპირმეტყველების სტრატეგიები
უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კომუნიკაციის წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ., მოდელებ, საკვანძო სიტყვებ, ფრაზებ, გამოთქმებ, კლიშეებ);
·           იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, ანტონიმის/სინონიმის მითითება, პერიფრაზირებას/ნაგულისხმევი საგნის აღწერას, ან მისი დანიშნულების მითითება/ და სხვა);
·           წინასწარ ვარჯიშობს, გადის რეპეტიციას მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან ერთად;
·           ხვდება და ასწორებს საკუთარ/სხვის შეცდომებს;
·           გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს გამეორებას, განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას.

მიმართულება: კუტურათა დიალოგი
უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, ერბი, ჰიმნი);
·           აკვირდება და ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში/სასწავლო მასალებში ასახულ სახელმწიფო სიმბოლოებს, კულტურის ან საყოფაცხოვრებო რეალიებს.

უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საზოგადოებაში ქცევის ეტიკეტს, წესებს და იცავს მათ სიმულაციური სიტუაციების გათამაშებისას;
·           მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო;
·           კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.

მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკური გამოყენება (მედიაცია)
უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებ პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავ და გეგმავ განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან და გუნდის წევრებთნ ერთად ადგენ შესრულების ვადებს;
·           გუნდის წევრებთნ ერთად ახდენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავ თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინო დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან შთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებ, შეარჩევ და დაამუშავებ ინფორმაციას;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევ პროექტის წარდგენის ფორმას;
·           გუნდის წევრებთნ ერთად განახორციელებპროექტს;
·           გუნდის წევრებთან ერთად გადი რეპეტიციას, აკეთებ პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებ პროექტს, შეაქვ შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·           გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·           განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·           განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
·           განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
·           განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.

უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
·           მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენე ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
·           საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
·           სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
·           მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
·           თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
·           ადარებს სხვადასხვა ენის, მათ შორის მშობლიურის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
·           აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
·           მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი, ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
·           შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
·           აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისიწინების მიზნით;
·           ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
·           ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
·           ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
·           საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს.

უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონ, სტრუქტურულ ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ/ინტერნეტის) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.

უცხ.ს.II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სისტემატურად იმეორებს გავლილ ლექსიკურ მასალას;   
·           ამოკრეს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
·            იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს (რამდენჯერმე გადაწერა, ხმამაღლა გამეორება, ერთი ფუძის სიტყვების, ანტონიმური/სინონიმური წყვილების დაჯგუფება, ასოცირება, კონტექსტში გამოყენება, თემატიკის მიხედვით დაჯგუფება და სხვა).

უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·            იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
·            ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
·            იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.

უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·            ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·            ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·            საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილეს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·            აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·           მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.




Комментариев нет:

Отправить комментарий