კონკურსები და საწრეო მუშაობა



        კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა მომზადება

სკოლის დასახელება
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის #1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი
ნატრული ჯანჯღავა
პროგრამის დასახელება
კლასგარეშე მუშაობა.კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა მომზადება
პროგრამის ხანგრძლივობა
3 თვე
პროგრამის ტიპი
კლასგარეშე დამატებითი საქმიანობა VIII-X კლასის მოსწავლეებთან
პროგრამის შემუშავების თარიღი
2018 წლის 28 სექტემბერი



პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები და წინაპირობები:
კონკურსების,შეჯიბრებებისა და ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა მომზადება;მოსწავლეთა ინტერესები,მიდრეკილებები და ინდივიდუალური შესაძლებლობები.

                                  პროგრამაში მონაწილეთა სია
·         გაგუა მარიამი
·         გულორდავა მარიამი
·         აშორტია ნიკოლოზი
·         ნაჭყებია ლუკა
·         ჯანჯღავა მანანა(ანანო)
·         ჯოჯუა მარიამი
·         ჯიჯელავა მარიამი
·         სიგუა მარიამი
·         ფისენკო ანდრო
·         სიორდია გიორგი
·         რუხაია ლიკა
·         რუხაია დიანა
         პროგრამის მიზნები და ამოცანები:

·         მოსწავლის აკადემიური და ინდივიდუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·          სააზროვნო უნარების განვითარება მოსწავლეებში;
·         ესგ-ით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის ხელშეწყობა;
·         დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
·         მოსწავლეთა სოციალური ურთიერთობების განვითარება-გაუმჯობესება.



                    სწავლების მეთოდები და სტრატეგიები:
·         გონებრივი იერიში;
·         ურთიერთსწავლება და ურთიერთშეფასება;
·         ინდივიდუალური მუშაობა;
·         მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში;
·         ტესტირება.


პროგრამის მიმართულება ესგ-ს მიხედვით:
·         პიროვნული განვითარება;
·         მდგრადი განვითარება;
·         მმართველობა და თვითმმართველობა.


ძირითადი უნარ-ჩვევები,რომელთა განვითარებასაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პროგრამა:

·         მსჯელობა-დასაბუთების უნარი;
·         პრობლემების გადაჭრის უნარის ძიება;
·         კომუნიკაციური უნარების განვითარება;
·         წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზის უნარი;
·         თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
NN
     
მიზანი
აქტივობა
რესურსი
დრო

1.
სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა
მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება
-----------
-----------
28.09.2018 წ.
2.
ზოგადი უნარების ოლიმპიადებზე გამოყენებული ტესტების ნიმუშებზე მუშაობა
მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარება
ტესტებზე მუშაობა,მსჯელობა და დასკვნების გაკეთება;
დროის ლიმიტის მკაცრი დაცვა.
კომპიუტერი,ინტერნეტი,ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშები
3.10.2018 წ.



10.10.2018 წ.
3.
საბავშვო ტესტები მოსწავლეთათვის ცალკეულ საგნებში კლასების მიხედვით.
„ეტალონის“შიდასასკოლო კონკურსისთვის მომზადება.
მოსწავლეთა ცოდნის დონისა და საჭიროებების გამოვლენა სხვადასხვა საგანში.



მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
ინდივიდუალური მუშაობა ტესტებზე და მათი ანალიზი,შეფასება.




ტესტირება.

ტესტები მოსწავლეთათვის
საგნების მიხედვით
17.10.2018 წ


24.10.2018 წ.
4.
გონების სავარჯიშო ტესტები
აზროვნებისადა მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება;
მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში;
გამოყოფილი დროის თვითკონტროლი
ინტერნეტ-საიტი Icode.ge
31.10.2018 წ.

7.11.2018 წ.
5.
ვუნდერკინდების მოსამზადებელი ტესტები.

რაიონული კონკურსისთვის მომზადება.
დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა.


მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენა.
ტესტების ნიმუშების მოძიება და მათზე მუშაობა.საშინაო დავალება.


ტესტირება.
ინტერნეტმასალები.





სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა მიერ მოწოდებულ ტესტებზე მუშაობა.
14.11.2018 წ.


21.11.2018 წ.
6.
სკოლის თვითმმართველობა
მოსწავლის პიროვნული განვითარება;
სოციალური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
მოსწავლეთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებაზე მუშაობა
თეორიული მასალის წარდგენა;
სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთა;
მოსწავლეთა საერთო იტერესებისა და მოთხოვნილებების გამოკვეთა
„სამოქალაქო განათლების“ სახელმძღვანელო  IX-XII კლასებისათვის.
12.12.2018 წ.





19.12.2018 წ.
7.
შემაჯამებელი ტესტირება;მოსწავლეთა რეფლექსია;
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შემოწმება;მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენა პროგრამის მიმართ
ზოგად შემაჯამებელ ტესტებზე მუშაობა და მათი შეფასება;კითხვები პროგრამის გარშემო(როგორ მოგეწონათ აღნიშნული პროგრამა?რა ცოდნა და უნარები შეგმატათ?პროგრამის „პლუსები“ და „მინუსები“.რის შეცვლას ან შემოღებას ისურვებდით მომავალში?
სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან და ინტერნეტ-საიტებიდან ამოღებული ტესტები;
მასწავლებლის მიერ შედგენილი კითხვარის მიხედვით მოსწავლეთა რეფლექსია.
26.12.2018 წ.
·         სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა;
·         დროის ფასის რეგულირება;
·         შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
·         ინტელექტუალური და აკადემიური უნარების განვითარება.



                       განსახორციელებელი  აქტივობები:






                            მასწავლებლის   რეფლექსია

      სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის დირექტორმა დამავალა მეხელმძღვანელა მოსწავლეთა ჯგუფისათვის,რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ინტელექტუალურ კონკურსში „ეტალონი“.ეს იყო ერთგვარი გზავნილი,გამოწვევა,რომელიც ჩემგან ითხოვდა დიდ პასუხისმგებლობასა და მუშაობას.თავიდანვე განვეწყვე პოზიტიურად და  მიზნად დავისახე საპრიზო ადგილისთვის „ბრძოლა“.სამიზნე ჯგუფი გახდნენ VIII-X კლასის მოსწავლეები.ამ კლასების მოსწავლეებთან ჩავატარე საუბარი კონკურსის სპეციფიკის თაობაზე,მოსალოდნელ შედეგებზე.მოსწავლეებმა გაითავისეს,რომ ჯგუფის მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები მათ არა მარტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად,არამედ მომავალშიც გამოადგებოდა.ამიტომ სიამოვნებით ჩაერთვნენ ჯგუფის მუშაობაში.მოსწავლეთა დაინტერესება,სურვილი და მოტივაციის მაღალი ხარისხი მმატებდა მუშაობის სტიმულს.ვცდილობდი მაქსიმალურად გამომევლინა მოსწავლეთა შესაძლებლობები და მეტი მიმეცა მათთვის ცოდნის ამაღლების თვალსაზრისით,ვინაიდან წარმატებული ახალგაზრდები ხომ წარმატებული ქვეყნის,სკოლისა თუ მასწავლებლის ერთ-ერთი კრიტერიუმია.
      ჯგუფის წევრებთან ერთად დავგეგმეთ სამუშაო შეხვედრები,შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა,დავსახეთ მიზნები და შევარჩიეთ აქტივობები,რომლებიც დაგვეხმარებოდა სასურველი შედეგის მიღებასა და მიზნის მიღწევაში.ჯგუფის მუშაობა ეფუძნებოდა საქმიანობის ისეთ ტიპებს,როგორიცაა ლოგიკური აზროვნება,გაგება-გააზრება.მსჯელობა, დასკვნების გაკეთება და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
      დადგა სასკოლო ტურის დღე.ინსტრუქციის თანახმად, ყველა კონკურსანტისთვის შევარჩიე შემოთავაზებული ტესტები ინდივიდუალურად.კონკურსის მსვლელობას მონიტორინგს უწევდნენ სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.თუმცა ამ ტურის შედეგად დიდად კმაყოფილი არ დავრჩენილვარ,ვინაიდან მაქსიმალური ქულა მხოლოდ 62 იყო.ამ ფაქტმა ჩამაფიქრა და მივიღე გადაწყვეტილება,რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ამემუშავებინა,რათა რაიონულ კონკურსში თუ საპრიზო ადგილისთვის არა,ათეულში მოხვედრაზე მაინც გვეზრუნა.ჯგუფში მომუშავე 12 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი გადავიდა მომდევნო ეტაპზე.გავესაუბრე საგნის მასწავლებლებს,გადავეცი ტესტების ნიმუშები,გაანალიზეს  ისინი გაკვეთილზე, გაითვალისწინეს მოსწავლეთა საჭიროებები და საქმიანობა ცოდნის დონის გაუმჯობესებისკენ წარმართეს.შემდეგ გავცვალეთ ტესტები ერთმანეთში და შედეგებიც გაცილებით უკეთესი იყო,ვიდრე კონკურსის დღეს. სამუშაო განრიგი არ შეგვიცვლია,მაგრამ ამგვარი  მიღწევა დამოკიდებულებისა და მიდგომის შედეგად მიმაჩნია.მთავარი სარგებელი,რაც ამ შემთხვევაში თითოეულმა მოსწავლემ მიიღო-არის ცოდნის დონის ამაღლება,გარდა ამისა ჯგუფში მუშაობამ კიდევ უფრო დაახლოვა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და გააუმჯობესა თანამშრომლობითი უნარები.
      დადგა რაიონული კონკურსის დღე-5 დეკემბერი.ვინაიდან ჩვენი სკოლის კონკურსანტი ასაკით პატარა იყო-(VIII კლასი)-ძალიან ღელავდა,თან პირველად ღებულობდა ასეთ ფართომასშტაბიან და მრავალრიცხოვან(81 მოსწავლე) კონკურსში მონაწილეობას.ვცდილობდი გამემხნევებინა და სასოწარკვეთილი რომ არ ყოფილიყო,ვუთხარი,რომ ამნაირ კონკურსში მონაწილეობა თავადაა გამარჯვება,თუმცა კონკურსიდან წარმატებულად გამოსვლის ჟინი არა და არ მტოვებდა.ნათქვამია,“მიზანი ამართლებს საშუალებებს“-ო.როდესაც საბოლოო შედეგები გამოაცხადეს,ჩვენი სკოლის მოსწავლეს საპრიზო მეორე ადგილი ხვდა წილად,რამაც უბედნიერეს ადამიანად მაქცია იმ მომენტში.ყოველივე ამის შედეგად მეც და სკოლის მოსწავლეები დადებითად დავიმუხტეთ,რათა მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქმიანობა,ჩავრთოთ მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა და არათუ რაიონული კონკურსის,არამედ რესპუბლიკის ეტალონელი მოსწავლის სტატუსისთვის ვიბრძოლოთ.

















                    საწრეო მუშაობა






                       გ   ა   ნ   ც   ხ   ა   დ   ე   ბ   ა 

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის #1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს რუსული ენის შემსწავლელთა წრე  სახელწოდებით“Умники и уимницы“.წრის მუშაობაში შეუძლიათ ჩაერთონ VI-VIIIკლასის მოსწავლეებს.წრის მუშაობა გაიმართება კვირაში ერთხელ,დღით ხუთშაბათს,14-დან 15 საათამდე.მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ.
                                                                                           
                                                                                                                                                                         პატივისცემით წრის ხელმძღვანელი ნატრული ჯანჯღავა.



წრის ფუნქციონირების აქტუალობა და მნიშვნელობა.
როგორც ცნობილია ,რუსული ენა არის მეორე უცხო ენა,რომლის სწავლებაც  მეხუთე კლასში იწყება.ამ დროს უკვე მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა და უნარები გააჩნიათ პირველ უცხო ენაში.ახალი ენის შესწავლა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული,თანაც ამ ენაზე საუბარს მოსწავლე ვერსად გებულობს,გარდა გაკვეთილისა. მხოლოდ გაკვეთილზე ძნელია აზიარო მოსწავლეები რუსულ კულტურას,ანახო მისი სიმდიდრე და მრავალფეროვნება. საათების რაოდენობა  არ იძლევა მოსწავლეებში გარკვეული უნარების სათანადოდ დაუფლებისა და გამოვლენის საშუალებას.საწრეო მუშაობა არის ერთგვარი გაგრძელება-დანამატი საგაკვეთილო პროცესისა,სადაც მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა,შეიძინონ საკომუნიკაციო უნარები,იმოგზაურონ რუსული ენის სამყაროში,დაეუფლონ მხატვრული კითხვის ტექნიკას.ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესების ფორმირებისათვის.სწორედ რომ  მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფისა და მათი მშობლების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტე დამატებით მემუშავა  VI-VIII კლასის მოსწავლეებთან და დავხმარებოდი მათ რუსული ენის უკეთ დაუფლებაში,ყოფით სიტუაციებში გარკვევასა და გააზრებაში,ასევე მის პრაქტიკულ გამოყენებაში რუსულ ენაზე საუბრის საფუძველზე.ვფიქრობ,რომ საწრეო მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებაში,ხელს შეუწყობს პიროვნების ზოგადი კულტურის ჩამოყალიბებას,ასევე საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.


            წრის დასახელება: „Умники и умницы“.
            სკოლის სრული დასახელება: მარტვილი.დიდი ჭყონის #1 საჯარო სკოლა.
            სამიზნე ჯგუფი:VI-VIII კლასი.
            მასწავლებელი:ნატრული ჯანჯღავა.
          სასწავლო წელი:2018/19 სასწ.წ. I სემესტრი.
 

           მოსწავლეთა სია:
1.      გაგუა მარიამი
2.      გულორდავა მარიამი
3.      ფისენკო ნინო
4.      ჯანჯღავა მანანა
5.      გოგია დავითი
6.      ხუსკივაძე უტა
7.      ხუსკივაძე ანასტასია
8.      გაგუა ნინი
9.      თოდუა ელენე



          საწრეო მუშაობის მიზნები:
·        რუსული ენისადმი ინტერესის გაზრდა;
·        რუსული ენის შესწავლის მოტივაციის განვითარება;
·        სამეტყველო და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
·        დამოუკიდებელი,თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება-განვითარება;
·        ლექსიკური მარაგის გამდიდრება.


საწრეო მუშაობის წარმართვის ფორმები:
·         პრაქტიკული გაკვეთილები თამაშის ელემენტებით;
·         მრავალფეროვანი აუდიო- და ვიდეო მასალები;
·         მხატვრული ტექსტების მოსმენა და გააზრება ასკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
·         ინდივიდუალური და ჯგუფურ-თანამშრომლობითი მუშაობა.
     
           საწრეო მუშაობის პერიოდში  დაცული იქნება 3 მიმართულება:
1.      თეორიული;
2.      პრაქტიკული;
3.      სათამაშო-გასართობი.
  
    

                          
                      წრის     სამუშაო    გეგმა
თემა
თარიღი
რესურსი
შენიშვნა
1.საუბარი რუსული ენის მნიშვნელობის შესახებ.გამოჩენილი რუსი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები რუსულ ენაზე.
4.10.2018
ინტერნეტ-მასალა ‘’Русские писатели о русском языке“.

2.მოსწავლეებისათვის ცნობილი რუსი საბავშვო მწერლების,პოეტებისა და მეზღაპრეების,აგრეთვე მათი ნაწარმოებების  გაცნობა.
11.10.2018
რუსი საბავშვო მწერლებისა და პოეტების პორტრეტებისა და მათი ნაწარმოებების  დემონსტრირება,ავტორისეული ვერსიის მოსმენა.

3.ВРЕМЕНА ГОДА. ПОГОДА.
წელიწადის დროების თავისებურებების(თითოეული სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდი,ბუნების მდგომარეობა,ტემპერატურა და ა.შ.)აღქმა
წაკითხული ტექსტის მიხედვით და სათანადო ლექსიკის დაუფლება.
18.10.2018
საბავშვო ლექსები წელიწადის დროებზე რუსულ ენაზე.(С.Я.Маршак)


პლაკატები,ბუნების მოვლენების ამსახველი ფოტომასალები.

4.ОДЕЖДА И ОБУВЬ
25.10.2018
კომპიუტერი,ფერადი ფანქრები,სახატავი ფურცლები.პლაკატები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლების გამოსახულებით.

5.ЧАСТИ ТЕЛА
სასწავლო ხასიათის ანიმაციების ნახვა და შესაფერისი ლექსიკის სათანადო სიტუაციებში გამოყენების დემონსტრირება სიტუაციური ამოცანების შეთავაზებით.
1.11.2018
კომპიუტერი,ინტერნეტი.

6.МЫ РИСУЕМ ЦВЕТА.РАДУГА.
ცისარტყელას ფერები,ფერთა გამა და თემატური სასწავლო მულტფილმების დემონსტრირება.
8.11.2018
სახელმძღვანელო,ფერადი ქაღალდები,მარკერები,ფერადი ფანქრები,სასწავლო მულტფილმები,ვიდეორგოლები.

7.ЗВЕРИ И ИХ ДЕТЕНЫШИ.
ცხოველებისა და მათი ნაშიერების სახელების შესწავლა ლექსიკის გამდიდრების მიზნით და მულტფილმების ყურება.
15.11.2018

კომპიუტერი,ინტერნეტი,ლექსიკონი,საბავშვო სასწავლო ვიდეორგოლები.

8.ЖИВОТНЫЕ И ПТИЦЫ.
22.11.2018
კომპიუტერი.

9.СКОРО ЗИМА И НОВЫЙ ГОД.
მისალოცი ბარათებისა და ბუკლეტების დიზაინი;სუფრის სერვირებისთვის საჭირო ატრიბუტიკის დიზაინზე მათი საკუთარი ხელით შექმნაზე მუშაობა ნიმუშების მიხედვით.ბარათების სტრუქტურასა და სათანადო ლექსიკაზე მუშაობა.ინსტრუქტაჟის გაგება-გააზრება.
29.11.2018
სასწავლო გვერდი „Как сделать открытки своими руками.“კომპიუტერი.

10.საახალწლო კედლის გაზეთზე მუშაობა,სტატიებისთვის სათანადო ლექსიკის დაუფლება და შესასრულებელი დავალებების გადანაწილება მოსწავლეთა მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
6.12.2018
ფორმატის ქაღალდი,ფერადი ფურცლები,ფლომასტერები,მარკერები,სტიკერები.

11.საბავშვო ლექსები და სიმღერები ახალ წელზე.
13.12.2018
ინტერნეტი,კომპიუტერი, „Новогодние  несни и стихи для детей.“

12.სახალისო კროსვორდებებზე და რებუსებზე მუშაობა.
20.12.2018
სახელმძღვანელო.

13.შემაჯამებელი მუშაობა.საკვანძო სიტყვების დახმარებით მცირე ზომის ტექსტების შექმნა ნასწავლი ლექსიკის გამოყენებით.სპეციალურად შემუშავებულ ტესტებში გამოტოვებული ადგილების შევსება სათანადო სიტყვებით.
27.12.2018
დაფა,ცარცი,ავტოკალამი,სამუშაო ფურცლები,ტესტები.






















































                              
                                                    კითხვარი   მშობელთათვის

                მახასიათებლები
დიახ
არა
1.მასწავლებელი წრის ფუნქციონირების განმავლობაში მოსწავლეთა მიმართ გამოირჩეოდა კეთილგანწყობით.


2.მასწავლებელი კეთილგანწყობილი იყო მშობელთა მიმართ.


3.მასწავლებლის მუშაობა შეესაბამებოდა წრის სამუშაო პროგრამასა და მიზნებს.


4.წრის მუშაობის განმავლობაში მასწავლებელი ქმნიდა ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლოთ აზრის გამოხატვა.


5.მოსწავლეები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით.


6.განხილული თემები და აქტივობები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო და ხელს უწყობდა მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას.


7.წრის მუშაობამ შეასრულა თავისი მისია.




                                        კითხვარი მოსწავლეთათვის


                მახასიათებლები
დიახ
არა
1.მასწავლებელი მოსწავლეთა მიმართ გამოირჩეოდა კეთილგანწყობით.


2.მასწავლებელი ქმნიდა ისეთ გარემოს,სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ თამამად გამოეხატათ საკუთარი აზრი.


3.წრის მუშაობის განმავლობაში ყველა ბავშვი სარგებლობდა თანაბარი უფლებებით.


4.წრის წევრები თავს გრძნობდნენ თავისუფლად და კომფორტულად.


5.წრის მუშაობამ შეასრულა თავისი ფუნქცია.



                  
                                          მ შ ო ბ ლ ი ს      რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
                 მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დიდი ჭყონის #1 საჯარო სკოლაში მუშაობდა რუსული ენის შემსწავლელთა წრე პედაგოგ ნატო ჯანჯღავას ხელმძღვანელობით.ინფორმაცია წრის ჩამოყალიბების შესახებ მივიღე ჩემი შვილისგან,რომელიც გაეცნო განცხადებას.ამ საკითხით დავინტერესდი და შევხვდი პედაგოგს,რომელმაც ამიხსნა ამ წრის მნიშვნელობა,გამაცნო სამუშაო პროგრამა და დასახული მიზნები,ასევე რეგლამენტი და ვადები.ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაამყარა ჩემი შვილის წრეში გაწევრიანების სურვილი.ვთვლი, რომ წრეში განხილული აქტივობები დაეხმარება ჩემ შვილს საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავებაში.გარდა ამისა, ჩემ შვილს ჰქონდა თანატოლებთან კომუნიკაციის პრობლემა,ამგვარ თავისუფალ ჯგუფებში მუშაობამ კი ხელი შეუწყო მის აქტიურობასა და კომუნიკაბელურობას.იმდენად იყო დამუხტული წრის მუშაობით,რომ სახლში ოჯახის წევრებს ერთგვარ „გამოცდას“ გვიწყობდა,თუ რა ერქვა ამა თუ იმ ცხოველს,მის ნაშიერს,ბუნებრივ მოვლენას და ა.შ.ყოველივე ამას კი ხალისით და ძალდაუტანებლად აკეთებდა.წრის მუშაობით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ,მან თავისი მისია შეასრულა.(მშობელი თ. ფაცაცია).(იხ.ხელნაწერი ვერსია).

          რუსული ენა ბავშვობიდან მიყვარდა.დედაჩემსა და მის ძმებს რუსული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული და ჩვენთან რომ შეიკრიბებოდნენ,რუსულად საუბრობდნენ.სწორედ ამით იყო ამ ენისადმი ჩემი სიყვარული განპირობებული.ვინაიდან რუსული ენა არაა საქართველოს პირობებში ფართოდ გამოყენებადი და მას მხოლოდ გაკვეთილსა და  საუბრებში თუ გაიგონებთ,სურვილი მქონდა ყოველდღიური ყოფითი სიტუაციების ამსახველი ფაქტები და სახელწოდებები მაინც სცოდნოდათ ჩემ შვილებს ამ ენაზე.დაველაპარაკე კლასის ხელმძღვანელსა და რუსული ენის პედაგოგს ამის თაობაზე.შედეგმაც არ დააყოვნა.ჩემი წინადადება ინსპირაციის წყარო გახდა ნატო მასწავლებლისთვის,რომ რუსული ენის შემსწავლელთა წრე ჩამოეყალიბებინა.დაუფიქრებლად ჩავრთე ჩემი შვილები,აქვე მინდა დავძინო მათი მოტივირებულობაც,ვინაიდან ნატო მასწავლებელს დიდ პატივს სცემენ და ძალიან უყვართ.მთელი სემესტრის განმავლობაში, როგორც კი დროს მოიხელთებდნენ, უყურებდნენ მულტფილმებს რუსულ ენაზე,უსმენდნენ და მღეროდნენ რუსულ სიმღერებს,საკუთარი ხელებით ამზადებდნენ სხვადასხვა საახალწლო მორთულობებს.თვითონვე დაამზადეს საჩუქარი და მისალოცი ბარათი ნატო მასწავლებლისთვის.ყოველივემ ამან ხელი შეუწყო ჩემი შვილების გონებრივი თვალსაწიერის გაფართოებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარება-განმტკიცებას.სურვილი მაქვს წრემ მეორე სემესტრშიც გააგრძელოს მუშაობა.(მშობელი ბ.მარკოზია).



                                       მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ი ს     რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

             2018-19 სასწავლო წლის დასაწყისში დიდი ჭყონის #1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა რუსული ენის შემსწავლელთა წრე.წრის ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაეყარა მშობლის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.გადავწყვიტე განცხადების გაკეთება კლასებში,ასევე გამოვაკარი განცხადება სკოლის ფოიეში.ზოგიერთმა მოსწავლემ ადგილზე გამოთქვა წრეში გაწევრიანების სურვილი,ზოგმა კი მშობლის საქმის კურსში ჩაყენება გადაწყვიტა. რამდენიმე მშობელი სკოლაში მოვიდა,რათა დაეფიქსირებინა მისი შვილის წრეში გაწევრიანების სურვილი.დაველაპარაკე მათ,მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ერთობლივად გავაცანი წრის მუშაობის მიზანი,სამოქმედო გეგმა,წრის რეგლამენტი,შევარჩიეთ ყველასთვის ოპტიმალური დღე და შევჯერდით,რომ წრის მუშაობა გაიმართება კვირაში ერთხელ,დღით ხუთშაბათს ერთი სემესტრი და ხანგრძლივობა ერთი საათით განისაზღვრა.
          მთავარი პრიორიტეტი საწრეო მუშაობაში მოსწავლეთა საჭიროებების,ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინება იყო.მიზნად დავისახე მოსწავლეებისათვის შემექმნა მოტივაცია და დადებითი დამოკიდებულება რუსული ენის მიმართ.მაქსიმალურად ვცდილობდი თითოეული მოსწავლე თანაბარ პირობებში ყოფილიყო ჩართული წრის მუშაობაში,ჰქონოდათ მათ ხელსაყრელი და სასურველი გარემო,რაშიც ხელს გვიწყობდა სკოლის საქმეთა მმართველი და ყოველ ჯერზე სიამოვნებით გვითმობდა კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახს.წრის მუშაობა დაფუძნებული იყო კეთილგანწყობაზე,ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე,რაც ნათლად აისახა მოსწავლეთა დასწრებასა და აქტიურ ჩართულობაში.
      აღნიშნული პერიოდი საკმაოდ ეფექტური გამოდგა.მუშაობის პერიოდში წრის წევრებმა შეძლეს როგორც ესგ-ს,ისე წრის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება.წრის თითოეული თემა თუ აქტივობა ისე იყო ერთმანეთზე მიბმული და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული,რომ არ წარმოქმნილა გეგმის ან გრაფიკის შეცვლის აუცილებლობა.საწრეო მუშაობა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით-თეორიული,პრაქტიკული და სათამაშო-გასართობი.მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ სასწავლო ტიპის თამაშებში,ქმნიდნენ თემატურ ნახატებს,კომპოზიციებს,სხვადასხვა ტიპის ბარათებსა თუ მორთულობებს.ყოველივე ამან ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,გუნდური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარების განვითარება-განმტკიცებასა და ცოდნის დონის ამაღლებას.შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმუშავეს სპეციალურად შედგენილ ტესტებზე,სადაც გამოტოვებული იყო ნასწავლი ლექსიკური ერთეულები და კონსტრუქციები და მოსწავლეებს უნდა ჩაესვათ ისინი სათანადო ადგილას,რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
     წრის მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო რესურსები:მოსწავლეთა წიგნები,დამხმარე სახელმძღვანელოები,ფერადი ფურცლები,ფორმატის ქაღალდები,ფლომასტერები და მარკერები,მაკრატელი,წებო,ინტერნეტმასალები თემების შესაბამისად.
     მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვამ ცხადჰყო,რომ ორივე მხარე კმაყოფილია როგორც წრის მუშაობით,ასევე ხელსაყრელი გარემო პირობებითა და დამოკიდებულებით.მშობლებმა ისიც კი აღნიშნეს,რომ არ უწევდათ ძალდატანება,ვინაიდან ბავშვები ხალისით რჩებოდნენ წრეზე.ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი აღნიშნა,რომ წრის მუშაობამ მისი შვილი უფრო კომუნიკაბელური გახადა.ჩემდათავად ვფიქრობ,რომ წრემ  საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას და სასურველ შედეგზეც გავიდა.ზოგიერთმა მოსწავლემ მეორე სემესტრშიც კი მთხოვა მუშაობის გაგრძელება,რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და როგორც კი დროს მოვიხელთებ,შანსს არ გავუშვებ მოსწავლეებთან სამუშაოდ.წრის მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა და მომავალში შევეცდები კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო საწრეო საქმიანობა.
   

                       




     საწრეო მუშაობის ამსახველი ფოტომასალა




























 

 








 

 


 








Комментариев нет:

Отправить комментарий