понедельник, 25 июня 2018 г.

ბლოგის შექმნის მიზანი


                       ბლოგის   შექმნის   მიზანი
    ბლოგის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს,რომ ის განკუთვნილია რეგულარული ჩანაწერებისათვის.ბლოგისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის მიერ მისი დათვალიერებისა და კომენტარების დატოვების შესაძლებლობა,რაც ხელს უწყობს ბლოგერისა და ვიზიტორის ვირტუალურ დაახლოებას და მათ შორის დიალოგს.ბლოგზე დატოვებული საქმიანი გამოხმაურებები და კომენტარები ბლოგერს მუხტავენ მოტივაციით და  ავალდებულებენ მას უკეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა მკითხველთა ინტერესებისა და გემოვნების დასაკმაყოფილებლად,რაც ერთგვარად ხელს უწყობს თვით ბლოგერის ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზებას.       
     ჩემი ხასიათის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა კომუნიკაბელურობა.მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა და მათთან ურთიერთობა.ამ  თვისების რეალიზებაში მეხმარებიან სხვადასხვა სოციალური ქსელები თუ ინტერნეტ-საიტები. მიმდინარე წელს გადავწყვიტე შემექმნა საკუთარი ბლოგი,როგორც ელექტრონული რესურსი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის.მე , როგორც პედაგოგს,მევალება ვიყო სიახლეების ეპიცენტრში სწავლა- სწავლების მიმართულებით. ამ პროცესის უკეთ წარმართვისა და ორგანიზების საქმეში ბლოგი ერთგვარ გზამკვლევად მესახება.ვთვლი,რომ ბლოგერების დახმარებით შევძლებ კიდევ უფრო ახლოს გავეცნო სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს,მიდგომებსა და სტრატეგიებს,დავხვეწო ისინი და დავნერგო ჩემ პრაქტიკაში.მიღებული ინფორმაცია მაძლევს საშუალებას ვისწავლო,ავიმაღლო კვალიფიკაცია და თავადაც ვასწავლო.
      ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე საკუთარი ბლოგის შექმნის მიზანი მდგომარეობს შემდგომში:
·         მივაწოდო და მივიღო პროფესიონალური ინფორმაცია სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით;
·         კოლეგებთან თანამშრომლობა;
·         ჩემი,როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა;
·         ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
·         ჩემ სადამრიგებლო კლასთან გაწეული საქმიანობის განზოგადება.



გამოკითხვა  უკუკავშირის  მიღების  მიზნით

ძვირფასო  მკითხველო!
ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის გამოხმაურება და კომენტარი.გთხოვთ ბლოგზე განთავსებუ;ლი საკითხების გაცნობის შემდეგ
უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას და გააკეთოთ სათანადო უკუკავშირი კომენტარების სახით.

1.    თქვენი ასაკი:
·         20 წლამდე;
·         20-30 წელი;
·         30-50 წელი;
·         50-ზე ზევით.

2.    თქვენი სტატუსი ან პროფესია:
·         მოსწავლე;
·         მასწავლებელი;
·         სხვა.

3.    პროფესიული ზრდის რომელ ხერხს მიმართავთ:
·         თვითგანვითარება;
·         ტრენინგები და სემინარები;
·         ორივე;
·         სხვა.


      4.    რომელი ფაქტორი უწყობს ხელს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვას:
  • ·         მასწავლებლის ინდივიდუალიზმი და პროფესიონალიზმი;
  • ·         მრავალფეროვანი მეთოდები;
  • ·         მამოტივირებელი გარემო;
  • ·         სხვა.

       5.    ბლოგის ნახვის მიზანი:
  • ·         საჭირო ინფორმაციის მოძიება;
  • ·         სასწავლო რესურსით დაინტერესება;
  • ·         სასწავლო ვიდეოებითა და პრეზენტაციებით დაინტერესება;
  • ·         სხვა.


       6.  ბლოგის შეფასება:
  • ·         საშუალო;
  • ·         კარგი;
  • ·         ძალიან კარგი.



                      გმადლობთ    ყურადღებისათვის