ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების გეგმები და რეფლექიები

 
                    გაკვეთილის გეგმა
საგანი:რუსული ენა(ავტორი-მ.ბარსეგოვა)
პედაგოგი:ნატრული ჯანჯღავა
სწავლების საფეხური/კლასი:დაწყებითი,VI
მოსწავლეთა რაოდენობა:7(კლასში არ არიან სსსმ მოსწავლეები)
თემა:Раздел  IV. Афиша.  Прилагательное +существительное. Антонимы.
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ  მცირე ზომის ტექსტიდან ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრებას და შედეგად გაიგებენ მის შინაარსს;გაიგებენ რა არის აფიშა და რა ინფორმაციაა მასზე გამოსახული;დაეუფლებიან მარტივ გრამატიკულ კონსტრუქციებს;ამოიცნობენ მიცემული დავალების პირობას და შეასრულებენ მას;გაიმდიდრებენ და განამტკიცებენ ლექსიკურ მარაგს.
მისაღწევი შედეგი:IIუცხ.დაწყ.(II)1; მოსწავლე შეძლებს სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის ტექსტის გაგებას; II უცხ.დაწყ.(II)6. მოსწავლემ უნდა შეძლოს სავარჯიშოს პირობაში წარმოდგენილი მითითებების ამოცნობა და შესრულება; II უცხ.დაწყ.(II)7.მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის ან კონკრეტული საყრდენის მიხედვით მცირე ზომის ტექსტების შედგენა.

აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
აქტივობის  ბოლოს მისაღწევი შედეგი
შენიშვნა
საორგანიზაციო საკითხი
---------
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი,პლაკატი
5 წთ.
გაკვეთილის თემის,მიზნისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა

გამოწვევა(შესავალი)
გონებრივი იერიში (ვაჩვენებ ჯუჯების სურათებს კომპიუტერზე და დავუსვამ კითხვებს არსებული ცოდნის გასააქტიურებლად)
საერთო საკლასო
კომპიუტერი,დაფა,ცარცი
5წთ.
მოსწავლეები გაიხსენებენ წინა გაკვეთილზე ნასწავლ ტექსტს,დაახასიათებენ ეკრანზე გამოსახულ ჯუჯებს,მიუსადაგებენ მათ ნასწავლ ფრაზებს და დააკვირდებიან ზრდსართავ სახელთა დაბოლოების ცვლილებას.

სიღრმისეული წვდომა(მასალის მიწოდება)მოსწავლეებს გავაცნობ აფიშას,დაფაზე დავწერ სიტყვებს(клоун, представление, афиша, медведи)მაპროვოცირებელი კითხვებით ვუბიძგებ მოსწავლეებს გასცენ კითხვებზე პასუხი და მოცემულ არსებით სახელებს მოარგონ ზედსართავები სათანადო დაბოლოებებით სქესისა და რიცხვის მიხედვით.(Какая была афиша?-новая. Что могут ребята увидеть скоро? –веселое цирковое представление. Какие медведи будут выступать?-дрессированные.აგრეთვე მოსწავლეთა ყურადღებას გავამახვილებ საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე.
აქტიური ლექცია
საერთო საკლასო,ინდივიდუალური
დაფა სახელმძღვანელო,გრამატიკული სქემები
20 წთ.
მოსწავლეებს ეცოდინებათ,რომ რუსულ ენაში ზედსართავი სახელები ყოველთვის შეესაბამებიან არსებით სახელებს სქესსა და რიცხვში,დააკვირდებიან და დაასახელებელ საპირისპირო სიტყვებს და მშობლიური ენიდან გაიხსენებენ ტერმინს ანტონიმები.

თემის შეჯამება,განმტკიცება,დასკვნები და შეფასება
არგუმენტირებული მსჯელობა
საერთო საკლასო,ინდივიდუალური
კროსვორდები საპირისპირო მნიშვნელობის მქონე ზედსართავი სახელებით როგორც ახალი თემიდან,ისე განვლილი თემებიდან
12 წთ.
მოსწავლეები გაამთლიანებენ არსებულ და ახალმიღებულ ცოდნას,სიღრმისეულად გაიაზრებენ და განამტკიცებენ საპირისპირო მნიშვნელობის ლექსიკურ ერთეულებს და მათ მართლწერას.მოსწავლეებს შევაფასებ ინდივიდუალურად კომენტარების მეშვეობით.

საშინაო დავალების მიცემა და მასზე ინსტრუქტაჟის გაცემა
მინი-ლექცია
საერთო საკლასო
სამუშაო რვეული რუსულ ენაში.სავ.7.(გვ.29);სავ.10(გვ.30). მარტივი სიტყვების გამოყენებით ინდივიდუალური აფიშების შექმნა.
3 წთ.
მოსწავლეები გაიაზრებე დავალების ისტრუქციას და ჩაინიშავენ მას















გაკვეთილის გეგმა
საგანი: რუსული ენა
სწავლების საფეხური / კლასი: III საფეხური, VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 11
თემა: История футбола. Порядковые числительные+существительные в предложном падеже.
     მიზანი:
·         საინფორმაციო ხასიათის ტექსტის კითხვის, მოსმენისა და გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განვითარება;
·         ნასწავლი გრამატიკული წესებისა და კონსტრუქციების სწორად გამოყენებაზე მუშაობა;
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება.

აქტივობის აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: შეფასების კრიტერიუმებისა და კლასში ქცევის წესების შეხსენება.
ვერბალური ახსნა
საერთო-საკლასო, ვერბალური ახსნა

შეფასების კრიტერიუმები,კლასში ქცევის წესები.
2წთ
მოსწავლეები გაიხსენებენ და საგაკვეთილო პროცესში გამოიყენებენ შეფასების კრიტერიუმებსა და ქცევის წესებს.
2
საშინაო დავალების შემოწმება
კითხვა-პასუხი
საერთო-საკლასო

5წთ
წინარე ცოდნის შემოწმება.
3
საუბარი სპორტის სახეობებზე
გონებრივი იერიში
საერთო-საკლასო

3წთ
ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა;
ს.III.17. მოსწავლე შეძლებს მარტივი ენით ისაუბროს ნაცნობ თემაზე;
ს.III.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო უნარ-ჩვევებს.
4
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
გაკვეთილის თემა და მიზანი(პლაკატი)
1წთ
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემასა და მიზანს
5
ტექსტის შინაარსისა და ახალი ლექსიკის გაცნობა.
ლექციური
საერთო-საკლასო
სახელმძღვანელო
5წთ
ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო ხასიათის ტექსტი.
6
ტექსტის კითხვა და მასზე მუშაობა
გაცნობითი კითხვა;კითხვა კომენტარებით; აქტიური მოსმენა.
ინდივიდუალური, საერთო-საკლასო
სახელმძღვანელო
9წთ
ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ხმამაღალი კითხვა მახვილებისა და ინტონაციის დაცვით;
ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ინფორმაციული ხასიათის ტექსტი.
7
გრამატიკული კონსტრუქციების ცოდნის შემოწმებაზე, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და შინაარსობრივი მხარის გაგება-განმტკიცებაზე მუშაობა
ჯიგსოუ, ინსტრუქტაჟი
მცირე ჯგუფებში
ბარათები, სახელმძღვანელო
15 წთ
ს.III.1. მოსწავლე არჩევს და იყენებს ნასწავლ გრამატიკულ სტრუქტურებს, იცავს მართლწერის წესებს;
.III.24. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
ს.III.27. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ლექსიკური მარაგის განმამტკიცებელ და გასამდიდრებელ ხერხებს
8
გაკვეთილის შეჯამება/შეფასება
განმავითარებელი კომენტარი; ვენის დიაგრამა
მთელი კლასი, ცალკეული მოსწავლეები
ვენის დიაგრამა, შეფასების რუბრიკები (პლაკატი)
3წთ
მოსწავლეები შეძლებენ ისაუბრონ თუ რა გაიგეს მოცემული ტექსტიდან, რა იყო მათთვის სიახლე და გააკეთებენ სპორტის ორი სახეობის შედარებით ანალიზს; მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს და გააკეთებს შეფასებას
9
საშინაო დავალება
ვერბალური ახსნა; ინსტრუქტაჟი
საერთო-საკლასო
პლაკატი
2წთ
მოსწავლეები გაიგებენ თუ რა უნდა შეასრულონ საშინაო დავალებად



     დანართი №1.
Критерии и выведение оценки:
По чтению
·         соблюдение интонации, ударения. Правильное произношение – 2 балла,
·         понимание содержания и  ориентация в тексте – 4 балла,
·         выделение нужной информации – 4 балла.
По говорению
·         соблюдение интонации, , ударения. Правильное произношение, выражение эмоций - 2 балла,
·         использование проработанных грамматических конструкций - 3 балла,
·         связная речь - 5 балла,
По письму
·         соответствие содержания названию темы - 3 балла,
·         логическая связь между предложениями и абзацами - 3 балла,
·         соблюдение структуры эссе – 2 балла,
·         использование лексико - грамматических конструкций – 2 балла,




     დანართი №2
Групповая работа
I группа
К данным словам подберите синонимы:
Сурово –
Забить гол –
Доказывает –
Известная –
Полдень –
Пытались –
Соперник –
Появление –
Закат –
Мастер –
Состязание –
Шаг за шагом –
II группа
Правильно ли это? Да или Нет.
1.      Родина шахмат Италия.
2.      В Европе шахматы стали известны в X-XI веках.
3.      Шахматы появились в России в XV веке.
4.      Соревнования по шахматам проходили В Европе с XV века.
5.      В городах Англии футбол играли в XII веке.
6.      Родина футбола Бгазилия.
7.      В XII веке в городах Англии футбол играли на стадионах.
8.      В XIV веке футбол в Англии был запрещен.
9.      В начале XVII века запрет был снят в Шотландии.
10.  В России мяч был набит песком.
III группа
Раскройте скобки, образуйте форму предложного падежа.
1.  - В каком классе ты учишься?
     - Я учусь ………………. (XI класс).
      - А ты?
      - А я ……………………. (X класс).
2.  – На каком этаже живет Вадим?
      - Он живет ………….. (III эетаж).
      - А я думал …………..(VIII).
3.  – Ты знаешь на какой странице упражнение №115?
      - Оно ……………. (62 страница).
      - А где у нас лекция?
      - Она у нас …………. (30 аудитория).

        დანართი №3.





        დანართი №4.






      დანართი №5






    დანართი6
1.      ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელსა და კლასელს.
2.      აზრის გამოსახატავად ან შეკითხვის დასმისას ვწევთ ხელს.
3.      კლასელებისადმი ვიჩენთ პატივისცემას.
4.      ვიცავთ გაკვეთილზე სათანადო ქცევის წესებს.
5.      ყურადღებით ვინიშნავთ საშინაო დავალებას.
6.      ვიცავთ სისუფთავეს კლასში.










                                       შიდა დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია
                                                        21.03.2018 წ.
    ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო საინფორმაციო ხასიათის ტექსტის კითხვის,მოსმენისა და გაგების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება-განვითარება,ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების პრაქტიკაში გამოყენება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება.
    გაკვეთილის დასაწყისში საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს შევახსენე კლასში ქცევის წესები და შეფასების კრიტერიუმები.კლასში შევქმენი პოზიტიური განწყობა და მეც სათანადოდ განვეწყვე.
    გამოწვევის ფაზაში ‘’გონებრივი იერიშის ‘’მეთოდით გამოვავლინე მოსწავლეთა მიერ წინა მასალის ცოდნა და ფრიად სასიამოვნო იყო ჩემთვის ყველა მოსწავლის ჩართულობა.მაპროვოცირებელი კითხვებით მივედი ახალ გაკვეთილამდე.მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები,რომელიც პლაკატად მქონდა გაკეთებული.ასევე პლაკატზე ფერადი ფურცლებით მქონდა გამოკრული ახალი ლექსიკა.გავაცანი ტექსტის შინაარსი,რის შემდეგაც გადავედი აქტიურ კითხვაზე კომენტირებული კითხვის ელემენტებით. ტექსტის გაცნობის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში განვამტკიცეთ ტექსტი.ყოველივე ამის შემდეგ გადავედით ჯგუფურ მუშაობაზე.მოსწავლეებს შევახსენე ჯგუფში მუშაობის წესები,გავეცი სათანადო ინსტრუქცია.ჯიგსოუს მეთოდით ჩავრთე ისეთი დავალებები,რომლებიც უზრუნველყოფდნენ დასახული მიზნის მიღწევას .მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს,თუმცა სასიამოვნო იყო ის ფაქტი,რომ ჯგუფმა დაუშვა შეცდომა,თუმცა პრეზენტატორმა წარდგენისას გამოავლინა ის და თვითონვე გამოასწორა.ვენის დიაგრამით გავაკეთეთ სპორტის ორი სახეობის შედარებითი ანალიზი. გზადაგზა მოსწავლეებს ვაძლევდი სათანადო განმავითარებელ შეფასებას,ვუთითებდი ძლიერ და სუსტ მხარეებზე,წავახალისე მორიდებული მოსწავლეები.
     შემდეგ გავაკეთე გაკვეთილის შეჯამება-შეფასება. მოსწავლეებმა თავადაც შეაფასეს საგაკვეთილო პროცესი.გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის თითოეული აქტივობისათვის მქონდა ე.წ.’’ B  გეგმა’’,თუმცა გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და მათი გამოყენების საჭიროება არ ყოფილა და გაკვეთილის  მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
      ბოლო ეტაპზე მივეცი საშინაო დავალება,რომელიც პლაკატით გავაკარი.
      გაკვეთილზე დრო მიზანმიმართულად და სრულად გამოვიყენე,თუმცა გამოიკვეთა საკითხი,რასაც მომდევნო გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად გავითვალისწინებ.კერძოდ,სპორტის სახეობებზე საუბრისას შეიძლებოდა კომპიუტერის მეშვეობით სლაიდ-შოუს გაკეთება.
       საბოლოო ჯამში მე შევძელი მიზნის მიღწევა და სასურველ შედეგზე გასვლა.







Комментариев нет:

Отправить комментарий