ჩემი კლასი

                  მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კლასის ხელმძღვანელის სადამრიგებლო პროგრამა.

                         კლასის ზოგადი დახასიათება

       ვარ V კლასის ხელმძღვანელი.კლასში ირიცხება 8 მოსწავლე.მათ შორის 4 გოგონა და 4 ვაჟია.აღნიშნულ კლასთან წინა წლებში შეხება არ მქონია,ვინაიდან I-IV კლასებში მათ დაწყებითი კლასების მასწავლებელი უწევდა ხელმძღვანელობას.თუმცა გარკვეულწილად წარმოდგენა მქონდა მათზე.გასულ სასწავლო წელს ვიყავი მეთორმეტე კლასის ხელმძღვანელი.ამ პატარებს ვთხოვე ჩართულიყვნენ ე.წ. "ბოლო ზარის"საზეიმო ღონისძიებაში,მაგრამ სრული ინერტულობა გამოიჩინეს,რაც,მინდა გულწრფელად ვაღიარო,ძალიან გამიკვირდა.როდესაც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში წილად მხვდა ვყოფილიყავი ამ კლასის დამრიგებელი,გავითავისე,რომ ამ კლასთან ორმაგად საპასუხისმგებლო საქმიანობა დამეკისრა.დაწყებითი კლასის მასწავლებლისგან საკმაოდ პოზიტიური დახასიათებით მოვიდნენ როგორც აკადემიური მოსწრების,ისე დისციპლინის თვალსაზრისით,რაც ერთგვარად სტიმულისმომცემი გახდა ჩემთვის.ოთხი მოსწავლე სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისა და მაღალი აკადემიური მაჩვენებლების გამო ქების სიგელებითა და დიპლომებით გადადიოდა კლასიდან კლასში.
       როდესაც სასწავლო წლის პირველ დღეს შევედი კლასში და გავეცანი მათ,იმდენადსაყვარლები და მიმნდობნი ჩანდნენ,რომ პირველივე წუთებიდან შევიყვარე ისინი.მივიღე გადაწყვეტილება,რომ თავიდანვე ჩამომეყალიბებინა ურთიერთნდობითა და ურთიერტპატივისცემით გამსჭვალული ატმოსფერო.პირველი,რასაც გავაკეთებდი,მათი თვითშემოქმედებითობისა და ჩართულობის კოეფიციენტის ამაღლება იყო,რაც ასევე დადებით გავლენას იქონიებდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც.ასევე პირველივე დღეებიდან შევიმუშავე კლასთან სამუშაო გეგმა და დავსახე მიზნის მისაღწევი ღონისძიებები.თავს მოვალედ ვთვლი აქტიური მონაწილეობა მივიღო მათი ფასეული პიროვნული თვისებების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობლებთან აქტიური თანამშრომლობის გზით.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვგეგმავ ჩავატარო კლასის საათები მოსწავლეთა ინტერესებიდან და ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.
       პირადად მე პატივს ვცემ ისეთ პრინციპებს,როგორიცაა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.თავშეკავებულობა და თავმოყვარეობა,სწორი მოქალაქეობრივი მრწამსი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ვაფასებ სამართლიანობას.
       

Комментариев нет:

Отправить комментарий