ჩემს შესახებ


                                      ჩემ    შესახებ


სახელი,  გვარი:  ნატრული (ნატო) ჯანჯღავა.
დაბადების  ადგილი: მარტვილი,სოფელი გაჭედილი.
დაბადების  თარიღი:1966 წ. 6 სექტემბერი.
ოჯახური  მდგომარეობა: დაოჯახებული.მყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

1985-90 წლებში ვსწავლობდი ქ.ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში სპეციალობით „რუსული ენა-ლიტერატურა ეროვნულ სკოლაში“,რომელიც წარჩინებით  დავამთავრე.

1990 წლიდან მუშაობა დავიწყე  მარტვილის რაიონის დიდი ჭყონის N1 საჯარო
სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად,სადაც დღემდე ვმუშაობ.

მუშაობის დაწყებისთანავე აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგ-სემინარებში,რომელთა მცირე ნუსხასაც წარმოგიდგენთ:
·         2005 წლის იანვარი-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კურსები“თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდები რუსულ ენაში.“
·         2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერი-სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკრედიტებული ცენტრის მიერ ჩატარებული სემინარი თემებზე „რუსული ენის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება“ და „განვითარების,განათლებისა და სწავლების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში“.
·         2010 წლის ოქტომბერი-სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „ისტ-ის საბაზო კურსი მასწავლებელთათვის“.
·         2012 წლის დეკემბერი-„ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში“.
·         2016 წლის სექტემბერი-სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ორკრედიტიანი ტრენინგ-კურსი „ინტელის ძირითადი კურსი „პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება“.
2006 წლიდან ვასწავლი ხელოვნებას VII-IX კლასებში და გავლილი მაქვს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული 5-5 დღიანი კურსები თემებზე:
1.      „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტერაქტიური სწავლება“.(2006 წ.ნოემბერი.რეგ.N114/5);
2.      „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და მისი სწავლების მეთოდიკა“.(2011 წ.ივნისი.რეგ.N19/3);
  მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფიკატები.
2016/17 სასწავლო წლიდან ვასწავლი „პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კურსს“.
2014 წლიდან სასერთიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მომენიჭა I-XII კლასების რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის უფლება,ხოლო 2015 წლიდან- უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
 28 წელია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას.ძალიან მიყვარს ბავშვები,ჩემი პროფესია,ჩემი სკოლა და კოლეგები,რომელთანაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მაქვს გატარებული.ვარ კომუნიკაბელური,შრომისმოყვარე და სიახლეებზე ორიენტირებული.უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ძიების პროცესი და მიღწეულს არასოდეს ვჯერდები.

Комментариев нет:

Отправить комментарий